7 ოქტომბერს,კავკასიის უნივერსიტეტში, საჯარო შეხვედრა გაიმართა საქართველოს სასამართლოს გუშაგის წარმომადგენლების მიერ.
ორგანიზაციის დირექტორმა, ნაზი ჯანეზაშვილმა შეხვედრაზე ისაუბრა პროექტის - „მოქალაქეთა მიერ სასამართლოების მონიტორინგი“-ს შესახებ, რომელსაც ახორციელებს საქართველოს სასამართლოს გუშაგი USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით.
აღინიშნა, რომ მოხალისეთა მიერ სასამართლო პროცესების მონიტორინგში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ სტუდენტს.
ორგანიზაციის წარმომადგენლებმა - მეგი შამათავამ და სალომე კვირიკაშვილმა, ჩაატარეს პრეზენტაციები სასამართლო სისტემის საჯაროობასა და ანგარიშვალდებულების შესახებ. მათ სტუდენტებს გააცნეს სასამართლოს გუშაგის ონლაინ გამოცემის, CourtWatch.ge-სთვის (პროექტი ხორციელდება ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის (NED) მხარდაჭერით) მომზადებულ სტატიებზე მუშაობისას გამოვლენილი პრობლემები.