CSL-ის პროფესორის ლევან მოსახლიშვილის ნაშრომის პრეზენტაცია

19 ნოემბერი 2024

19 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა, CSL-ის პროფესორის, სამართლის პროგრამების ხელმძღვანელის ლევან მოსახლიშვილის ნაშრომის "სამოქალაქო და ადმინისტრაციული ხელშეკრულების პრაქტიკული  სახელმძღვანელოს"  პრეზენტაცია.

 

ნაშრომის მიზანია, დაეხმაროს დაინტერესებულ პირებს ერთმანეთისაგან გამიჯნონ ადმინისტრაციული და სამოქალაქო ხელშეკრულები. სახელმძღვანელო გთავაზობს გამიჯვნის მექანიზმს, რომელიც ეფუძნება როგორც ქართულ კანონმდებლობას, ისე სასამართლო პრაქტიკას.

 

სახელმძღვანელო შეიქმნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ინოვაციური სერვისების დანერგვის ხელშეწყობა, ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერება და სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცების“ კონკურსში გამარჯვებული პროექტის „სამოქალაქო და ადმინისტრაციული ხელშეკრულების გამიჯვნის პრაქტიკული სახელმძღვანელოს“ ფარგლებში.