სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორის ვიზიტი იტალიაში

17 მაისი 2023

კავკასიის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი ნინო ხარიტონაშვილი იტალიაში, სიცილიაში, ევროპის სამეცნიერო ინსტიტუტის-ESI ეგიდით მიმდინარე პოსტ-სადოქტორო პროგრამის „სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები პოსტკრიზისულ პერიოდში“ფარგლებში მიწვეულ იქნა კატანიის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.

 

მან შეხვედრა გამართა კატანიის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დირექტორთან, საერთაშორისო სამართლის სრულ პროფესორ სალვატორე ძაპპალასა (Prof. Salvatore Zappalà, Director of the Law Department and Full Professor of International Law, University of Catania) და  სამართლის დოქტორ, კატანიის უნივერსიტეტის სამოქალაქო პროცესისა და არბიტრაჟის მკვლევარ პროფესორ ალესანდრო ფაბისთან. შეხვედრის ფარგლებში, განხილულ იქნა ქართულ და იტალიურ უნივერსიტეტებთან ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებისა და მემორანდუმის გაფორმების საკითხი.

 

აღსანიშნავია, რომ კატანიის უნივერსიტეტი სიცილიაში უძველესია, მისი დაარსდა 1434 წელს,ხოლო იურიდიული ფაკულტეტი წარმოადგენს სამართლებრივი განათლების ცენტრს სიცილიური და იტალიური კულტურული და პროფესიული წრეებისათვის, ხელს უწყობს და ახორციელებს სწავლებისა და კვლევის პროგრამებს გლობალური იურიდიული განათლების კონტექსტში.

 

2018 წელს ფაკულტეტმა მოიპოვა იტალიის უმაღლესი განათლების „აღმატებული ფაკულტეტის “ სტატუსი. უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება კიდევ უფრო დააახლოებს საქართველოს საუნივერსიტეტო განათლებას ევროპულ ღირებულებებთან.