9 სექტემბერს, სასტუმრო „Rooms hotel Tbilisi”-ში გაიმართა სამაგისტრო პროგრამების პრეზენტაცია. პროგრამა ევროპის კერძო სამართლის მიმართულებით კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე იწყებს ფუნქციონირებას და სამართლის სამაგისტრო პროგრამებს ინგლისურ და გერმანულ ენებზე აერთიანებს.
პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ: კავკასიის სამართლის სკოლის დეკანი - ზაზა მარუაშვილი; სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი, სამართლის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ეკა ბაღიშვილი; გიორგი ვაშაკიძე--სამართლის დოქტორი, იურიდიული განათლების მიმართულების ხელმძღვანელი აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტი; რატი ბრეგაძე-- კავკასიის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე; თამარ ტალიაშვილი-- კავკასიის სამართლის სკოლის პროფესორი, სამართლის დოქტორი, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე; ხათუნა გოგორიშვილი - პარლამენტის წევრი; დიმიტრი გეგენავა-- სამართლის სკოლის ლექტორი, დავით ბატონიშვლის სამართლის ინსტიტუტის დირექტორი; გიორგი გოგიაშვილი-- სამართლის დოქტორი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე; თორნიკე რევიშვილი-- ეროვნული ბანკის იურისტი; არჩილ ცერცვაძე-- იურისტი.
პროგრამა ევროპის კერძო სამართლის მიმართულებით საქართველოში პირველად იწყებს ფუნქცინირებას და სტარტს 2016 წლის სექტემბრიდან იღებს.