სამართლის სკოლის ახალი სამაგისტრო პროგრამის პრეზენტაცია

10 სექტემბერი 2016

9 სექტემბერს,  სასტუმრო „Rooms hotel Tbilisi”-ში გაიმართა სამაგისტრო პროგრამების პრეზენტაცია.  პროგრამა ევროპის კერძო სამართლის მიმართულებით კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე იწყებს ფუნქციონირებას და სამართლის სამაგისტრო პროგრამებს ინგლისურ და გერმანულ ენებზე აერთიანებს.

 

პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ: კავკასიის სამართლის სკოლის დეკანი - ზაზა მარუაშვილი; სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი, სამართლის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ეკა ბაღიშვილი; გიორგი ვაშაკიძე--სამართლის დოქტორი, იურიდიული განათლების მიმართულების ხელმძღვანელი აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტი; რატი ბრეგაძე-- კავკასიის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე; თამარ ტალიაშვილი-- კავკასიის სამართლის სკოლის პროფესორი, სამართლის დოქტორი, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე; ხათუნა გოგორიშვილი - პარლამენტის წევრი; დიმიტრი გეგენავა-- სამართლის სკოლის ლექტორი, დავით ბატონიშვლის სამართლის ინსტიტუტის დირექტორი; გიორგი გოგიაშვილი-- სამართლის დოქტორი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე; თორნიკე რევიშვილი-- ეროვნული ბანკის იურისტი; არჩილ ცერცვაძე-- იურისტი.

 

პროგრამა ევროპის კერძო სამართლის მიმართულებით საქართველოში პირველად იწყებს ფუნქცინირებას და სტარტს  2016 წლის სექტემბრიდან იღებს.