კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის აფილირებული ასოცირებული პროფესორების - ეკა კაველიძისა და გიგა აბუსერიძის სტატია „Migration from Georgia and Ukraine in the context of Russian aggression“ გამოქვეყნდა გამომცემლობა IGI Global-ის სამეცნიერო სტატიათა კრებულში „Handbook of Research on the Regulation of the Modern Global Migration and Economic Crisis ”.
სტატიის მიზანია მიგრაციის, როგორც თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი პრობლემის შესწავლა, რუსული აგრესიის კონტექსტში. რუსული სამხედრო ინტერვენციის ერთ-ერთი შედეგი იყო მიგრაცია საქართველოდან და უკრაინიდან, შესაბამისად სტატიაში აქცენტირებულია ამ პროცესისთვის დამახასიათებელი ფაქტორები. ამასთან, განხილულია, მიგრაციის თანმდევი ეფექტები, თუ რაოდენ დიდ გავლენას ახდენს მიგრაციის აღმოფხვრის პოლიტიკა ეკონომიკაზე, ადამიანის უფლებებზე და ა.შ.
გამომცემლობა IGI Global ინდექსირებულია scopus-ის სამეცნიერო-საძიებო ბაზაში, შესაბამისად, ზემოთ ხსენებული სტატია ხელმისაწვდომია scopus-ის სისტემაშიც.