ტრენინგები სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ევროკავშირი და საქართველოს სამართლებრივი ევროპეიზაცია“

26 აპრილი 2024

                                                                              

 

 

2024 წლის 22-24 აპრილს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა ტრენინგი „ევროკავშირი და საქართველოს სამართლებრივი ევროპეიზაცია“. სამდღიანი ტრენინგი მომზადდა კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორების ეკატერინე ქარდავასა და გურანდა ჭელიძის მიერ ერასმუს+ ჟან მონეს მოდულის ფარგლებში „სამართლის პროგრამების ევროპეიზაცია საქართველოში“ (Jean Monnet Module: 101084764 — EU-LP-GE). მოდული მიზნად ისახავს ევროპული სწავლების გაძლიერებას საქართველოში, მათ შორის, სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით რეგიონული სტუდენტებისა და აკადემიურ პერსონალის ცოდნის გაძლიერებას.  

 

ტრენინგის ფარგლებში, პროფესორები გურანდა ჭელიძე და ეკატერინე ქარდავა, შეეხნენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა: საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკა, ასოცირების შეთანხმება, სამართლებრივი აპროქსიმაციის არსი, ევროკავშირის დაფუძნება და გაფართოება, ევროკავშირის გაფართოების 2023 წლის პაკეტი, კოპენჰაგენის კრიტერიუმები და სხვა.

 

ტრენინგის ფარგლებში სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის სტუდენტების მხრიდან მომზადდა წინადადებები და რეკომენდაციები  - როგორ უნდა ასწავლონ ევროკავშირი რეგიონულ მოსახლეობას და ეთნიკურ უმცირესობას. რეგიონული ახალგაზრდობისგან უკუკავშირი ამ საკითხთან დაკავშირებით, იძლევა ევროპული სწავლების მეთოდოლოგიისა და შინაარსის უკეთ გააზრებისა და განვითარების შესაძლებლობას.

 

ტრენინგის დღეებში, შედგა შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან ქალბატონ მაკა ბერიძესა და პრორექტორთან მერაბ ბერიძესთან, რომლებმაც უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი  საქმიანობის სიახლეებზე ისაუბრეს და გამოთქვეს მზადყოფნა კავკასიის უნივერსიტეტსა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის შემდგომი მჭიდრო თანამშრომლობისთვის. 

 

ტრენინგები გაშუქდა მასმედიის საშუალებებით.

 

დღის წესრიგი იხ. ბმულზე