პროგრამის სტრუქტურა

 

რა სიახლეებს გვთავაზობთ კავკასიის სამართლის სკოლა სადოქტორო პროგრამაზე?

 

კავკასიის სამართლის სკოლაში მოქმედებს განახლებული სადოქტორო პროგრამა, რომელიც ახორციელებს მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისა და სამეცნიერო კადრის მომზადებას საერთაშორისო საგანმანათლებლო სადოქტორო პროგრამების (Ph.D) შესაბამისად მსოფლიოს საუკეთესო გამოცდილებისა და სწავლების ინოვაციური ტექნოლოგიების საფუძველზე.



კავკასიის სამართლის სკოლის დოქტორანტთა სიაში ირიცხებიან თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები, ცნობილი ადვოკატები, ნოტარიუსები და მნიშვნელოვანი თანამდებობის საჯარო მოხელეები.

 

სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს სასწავლო კომპონენტს (60 ECTS კრედიტი) და სამეცნიერო-კვლევით კომპონენტს. სადოქტორო პროგრამის ოფიციალური ხანგრძლივობა შეადგენს არანაკლებ 3 წელს (6 სემესტრი). სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის ვადის (6 სემესტრის) ამოწურვის შემდეგ აკადემიური დავალიანების მქონე დოქტორანტს უფლება აქვს აქტიური სტუდენტის სტატუსით სწავლას აგრძელებდეს არაუმეტეს 4 სემესტრის განმავლობაში.

სასწავლო წელი აგებულია სემესტრული პრინციპით. პირველი (შემოდგომის) და მეორე (გაზაფხულის) სემესტრი მოიცავს 20-20 კალენდარულ კვირას. შესაბამისად სასწავლო წელი დაგეგმილია 40 კვირაზე.

 

1 ECTS კრედიტი უდრის 25 კრედიტ-საათს, რაც მოიცავს, დოქტორანტის საკონტაქტო დატვირთვის, ასევე მისი დამოუკიდებელი მუშაობის დროსსასწავლო კომპონენტის ფარგლებში კონკრეტული სასწავლო კურსის სილაბუსით განსაზღვრულია საკონტაქტო და დამოუკიდებელი საათები; სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის ფარგლებში დამოუკიდებელი მუშაობა ხორციელდება კვლევითი საქმიანობის სახით სამეცნიერო ხელმძღვანელის მეთვალყურეობით. 

რით განსხვავდება კავკასიის სამართლის სკოლის სადოქტორო პროგრამა სამართლის სხვა სკოლების სადოქტორო პროგრამებისაგან?

 

კავკასიის სამართლის სკოლის სადოქტორო პროგრამის სტრუქტურა და შინაარსი შემდეგ ფუძემდებლურ პრინციპებს ემყარება:

 

  • კავკასიის სამართლის სკოლის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტს, სწავლების დასწრებული ფორმის მიუხედავად, შეუძლია სამსახურეობრივ საქმიანობას შეუთავსოს აკადემიური პროცესი. აღნიშნული გარემოების ხელშესაწყობად სასწავლო პროცესი 19:00 საათზე იწყება
  • სამართლის სკოლის დოქტორანტი თავად განსაზღვრავს თავისი აკადემიური დატვირთვის მოცულობას. საკონტაქტო საათების რაოდენობა მაქსიმალურადაა შემცირებული და აქცენტი ძირითადად დოქტორანტის ინდივიდუალურ მუშაობაზეა გადატანილი
  • პროგრამის აკადემიური ნაწილი ოთხი ინტერდისციპლინური საგნის შესწავლით და ორი თემატური სასემინარო ნაშრომის შესრულებით ამოიწურება
  • პროგრამის სამეცნიერო ნაწილი დოქტორანტს საშუალებას აძლევს ზედმეტი ბიუროკრატიული ბერკეტების გარეშე მიუძღვნას დრო სადისერტაციო კვლევას
  • პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია საგრანტო პროექტებში მონაწილეობა და სტიპენდიის მოპოვება ევროპაში სწავლის გაგრძელების მიზნით
  • წარმატებული დაცვის შემთხვევაში, დოქტორანტებს მიეცემათ უპირატესობა, დასაქმდნენ კავკასიის სამართლის სკოლაში
  • კავკასიის სამართლის სკოლის სადოქტორო პროგრამის გავლის შემდეგ სადოქტორო პროგრამის სტუდენტს მიენიჭება სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი

 

 იხილეთ პროგრამა