მიღების წესები

მიღების წესი

 

სამართლის სამაგისტრო პროგრამის პირველ ნაწილზე ჩარიცხვის წინაპირობაა:

 

  • სამართალმცოდნეობის ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ქონა. (სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის უფლება შეიძლება მიენიჭოს უცხოური უნივერსიტეტის შესაბამისი პროფილის მქონე პროგრამის კურსდამთავრებულს და მობილობის წესით საქართველოს და უცხოეთის სამართლის სამაგისტრო პროგრამებზე რიცხულ, სამართლმცოდნეობის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე  სტუდენტებს.);
  • სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება;
  • ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის (IELTS–6.0, TOEFL–78 ან სხვა რელევანტური სერტიფიკატის) წარმოდგენა;

 

სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში, უნივერსიტეტი უზრუნველყოფს შიდა წერითი გამოცდის ჩატარებას, რომელიც მოიცავს ინგლისური ენის გაგებისა და წერის კომპონენტებს B2 დონის შესაბამისად, ასევე, ზოგად ლოგიკურ და რაოდენობრივ მსჯელობის ამოცანებს. აპლიკანტი შეიძლება განთავისუფლდეს აღნიშნული გამოცდისგან იმ შემთხვევაში, თუ ფლობს უცხოეთში (პროგრამის სასწავლო ენაზე) მიღებულ ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხს, ან სხვა გარემოებას, რომელიც დადგენილია უნივერსიტეტის შიდა რეგულაციით.

 

  • კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მიერ ორგანიზებული გამოცდისა ან/და გასაუბრების წარმატებულ გავლას. 

 

წარმოსადგენი დოკუმენტაცია

 

  1. პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (პასპორტი) და მისი ასლი;
  2. სამართალმცოდნეობის ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი;
  3. ერთი რეკომენდატორის მითითება;
  4. ორი ფოტოსურათი ზომით 3X4 (ბეჭდური და ციფრული ვერსია CD-ზე);
  5. მიწერის მოწმობის ან სამხედრო ბილეთის ასლი (სამხედრო ვალდებულისათვის);
  6. საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატის დედანი გამოცდების ეროვნული ცენტრიდან (მისი არსებობის შემთხვევაში), ან მაგისტრანტობის   კანდიდატის მიერ სამაგისტრო გამოცდებზე მიღებული ქულების ამონაბეჭდი გამოცდების  ეროვნული ცენტრის საიტიდან (www.naec.ge );     
  7. სამოტივაციო წერილი პროგრამაზე სწავლის თაობაზე;
  8. რეზიუმე - CV (ქართულ ენაზე).
  9. ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის წარმოდგენა. სერტიფიკატის  არქონის შემთხვევაში, უნივერსიტეტი უზრუნველყოფს შიდა ტესტური გამოცდის მეშვეობით აღნიშნული ენის B2 დონაზე ცოდნის შეფასებას. შესაბამის ენობრივ კომპეტენციას უთანაბრდება აპლიკანტის მიერ უცხოეთში (პროგრამის მითითებულ ენაზე გავლის შემთხვევაში) მიღებული ბაკალავრის ან მაგისტრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა;
  10.  ადგილზე შევსებული ფორმა 1 (პირადი მონაცემების შესახებ);
  11. შევსებული აპლიკაციის ფორმა  

 

თარიღები:

 

  • საბუთების მიღების ბოლო ვადა  2 სექტემბერი, ოთახი A2 . სამუშაო საათები: 10:00-19:00;
  • CU გრანტის მოპოვების მსურველთათვის გამოცდა სპეციალიზაციაში ჩატარდება - 3 სექტემბერი, 2026;
  • გამოცდა ინგლისურ ენაში ჩატარდება - 4 სექტემბერი, 2026;
  • კანდიდატებთან გასაუბრება ჩატარდება -  5,7  სექტემბერი, 2026.

 

 

სწავლის საფასური და დაფინანსება: 

 

პროგრამა წლიური საფასური წლიური საფასური - CU გრანტით
სამართალი  8990 ლარი 4495 ლარი

 

CU გრანტი - 50%-იანი დაფინანსება

 

მაგისტრატურაზე სწავლის დაფინანსება შეგიძლიათ CU გრანტით, რომელიც სწავლის საფასურის 50%-ს ფარავს.

 

CU გრანტის მოპოვების ორი შესაძლებლობა არსებობს:

 

  • თუ ხართ/იქნებით ნებისმიერი უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული და გაქვთ ბაკალავრიატის ჯამური ქულათა საშუალო შეწონილი (GPA) 3,5 და მეტი;
  • თუ საერთო სამაგისტრო გამოცდაზე დააგროვებთ შეჯამებული მაქსიმალური ქულის 65% და მეტს.

 

თუ ორი პირობიდან რომელიმეს აკმაყოფილებთ, შესაძლებლობა გექნებათ ჩაერთოთ საგრანტო კონკურსში და მოიპოვოთ 50%-იანი დაფინანსება.

 

CU გრანტის შენარჩუნების პირობები

 

1+1 მოდელის სამაგისტრო პროგრამები

 

  • CU გრანტის შესანარჩუნებლად სტუდენტმა პროგრამის პირველი ნაწილი (ნაწილი 1) უნდა დაასრულოს ერთ აკადემიურ წელში.
  • პროგრამის მეორე ნაწილზე (ნაწილი 2) სწავლის გაგრძელების შემთხვევაში, გრანტი შენარჩუნდება, თუ სტუდენტი სწავლას გააგრძელებს უწყვეტ რეჟიმში და პირველი ნაწილის (ნაწილი 1) GPA იქნება 3.8 ან მეტი. 
  • სტუდენტებს, რომლებიც პროგრამის პირველ ნაწილზე (ნაწილი 1) CU გრანტით არ სარგებლობდნენ, პროგრამის მეორე ნაწილზე (ნაწილი 2) 50%-იანი CU გრანტის მიღების შესაძლებლობა ექნებათ, თუ ნაწილი 1-ს ერთ აკადემიურ წელში დაასრულებენ და მათი GPA იქნება 3.8 ან მეტი.

 

 CU გრანტის მოპოვების მსურველთათვის ჩატარდება: 

 

 

იხ. გამოცდის ნიმუშები: