მიღების წესი
- საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება
- უნივერსიტეტში დაგეგმილი საკონკურსო პროცედურების წარმატებით გავლა
გასაუბრება ჩატარდება დარგის სპეციალისტებთან (იხ. შეფასების კრიტერიუმები)
CU გრანტის მოპოვების მსურველთათვის ჩატარდება:
- გამოცდა ინგლისურ ენაში
- გამოცდა სპეციალიზაციაში
- გასაუბრება დარგის სპეციალისტებთან
იხ. გამოცდის ნიმუშები:
წარმოსადგენი დოკუმენტაცია
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (პასპორტი) და მისი ასლი;
- სამართალმცოდნეობის ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი;
- ერთი რეკომენდაცია სამართლის დარგის პრაქტიკოსი სპეციალისტის ან/და სამართალმცოდნეობის პროფილის აკადემიური ხარისხი მქონე პირისგან;
- ორი ფოტოსურათი ზომით 3X4 (ბეჭდური და ციფრული ვერსია CD-ზე)
- მიწერის მოწმობის ან სამხედრო ბილეთის ასლი (სამხედრო ვალდებულისათვის);
- საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატის დედანი გამოცდების ეროვნული ცენტრიდან (მისი არსებობის შემთხვევაში), ან მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ სამაგისტრო გამოცდებზე მიღებული ქულების ამონაბეჭდი გამოცდების ეროვნული ცენტრის საიტიდან (www.naec.ge ).
- სამოტივაციო წერილი პროგრამაზე სწავლის თაობაზე.
- რეზიუმე - CV (ქართულ ენაზე).
- ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის წარმოდგენა. სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში, უნივერსიტეტი უზრუნველყოფს შიდა ტესტური გამოცდის მეშვეობით აღნიშნული ენის B2 დონაზე ცოდნის შეფასებას. შესაბამის ენობრივ კომპეტენციას უთანაბრდება აპლიკანტის მიერ უცხოეთში (პროგრამის მითითებულ ენაზე გავლის შემთხვევაში) მიღებული ბაკალავრის ან მაგისტრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა;
- ადგილზე შევსებული ფორმა 1 (პირადი მონაცემების შესახებ)
- ონლაინ რეგისტრაცია
თარიღები
თბილისი
- საბუთების მიღების ბოლო ვადა - 3 დან 31 აგვისტომდე. ოთახი A2
- გამოცდა ინგლისურ ენაში ჩატარდება - 8 სექტემბერს, 2020
- კანდიდატებთან გასაუბრება ჩატარდება - 9 სექტემბერს, 2020
- CU გრანტის მოპოვების მსურველთათვის გამოცდა სპეციალიზაციაში ჩატარდება - 7 სექტემბერს, 2020
ბათუმი
- საგრანტო გამოცდის ჩატარების თარიღი - 7 სექტემბერი
- ინგლისურის გამოცდის ჩატარების თარიღი - 8 სექტემბერი
- გასაუბრება - 11 სექტემბერი
გადახდის პირობები
სწავლის საფასურის გადახდა ხდება სემესტრულად, აღებული კრედიტების შესაბამისად.
მაგისტრატურაში სწავლის დაფინანსება სახელმწიფო გრანტთან ერთად შეგიძლიათ CU გრანტით, რომელიც გულისხმობს 50%-იან დაფინანსებას პროგრამის სრულ ღირებულებაზე.
CU გრანტის მოპოვების ორი შესაძლებლობა არსებობს:
- თუ ხართ/იქნებით ნებისმიერი უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული და გაქვთ ბაკალავრიატის ჯამური ქულათა საშუალო შეწონილი (GPA) 3,5 და მეტი
- თუ საერთო სამაგისტრო გამოცდაზე დააგროვებთ 90 000 საგრანტო ქულაზე მეტს
სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის წლიური ღირებულება:
თბილისი
CU სტანდარტული გადასახადი | CU გრანტის მოპოვებისას | CU და სახელმწიფო გრანტის მოპოვებისას |
4 950 ლარი | 2 475 ლარი | 1 350 ლარი |
ბათუმი
CU სტანდარტული გადასახადი | CU გრანტის მოპოვებისას | CU და სახელმწიფო გრანტის მოპოვებისას |
4 950 ლარი | 3 200 ლარი | 950 ლარი |
იმ შემთხვევაში თუ კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს არ აქვს GPA (3,5 და მეტი), ის მიიღებს სრული პროგრამის 10%-იან დაფინანსებას.
სამაგისტრო პროგრამის ჯგუფი Facebook-ზე