მიღების წესები

კავკასიის სამართლის სკოლის სადოქტორო პროგრამაზე მიღების წინაპირობას წარმოადგენს უნივერსიტეტში დაგეგემილი საკონკურსო პროცედურის წარმატებით გავლა (გასაუბრება მიმღებ კომისიასთან). 

კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დოქტორანტურის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს განცხადება კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის სახელზე. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:

• კონკურსანტის რეზიუმე - 'CV~ (მონაცემები განათლებისა და შრომითი საქმიანობის შესახებ);
• მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი, ხოლო მობილობის შემთხვევაში, ჩარიცხვის ბრძანების დამოწმებული ასლი და გავლილი სასწავლო კურსების სილაბუსები და შეფასებები;
• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (ID ბარათი/პასპორტი) ასლი;
• კონკურსანტის მიერ არჩეულ სფეროში სამართლის დოქტორის ხარისხის მქონე ორი სპეციალისტის რეკომენდაცია, მათ შორის, მომავალი მეცნიერ-ხელმძღვანელის რეკომენდაცია და თანხმობა ხელმძღვანელობაზე;
• სამოტივაციო წერილი;
• რეფერატი, რომელიც უნდა ეძღვნებოდეს მომავალი სადისერტაციო კვლევის აქტუალურ საკითხებს. სარეფერატო თემას არჩევს დოქტორანტი თავის ხელმძღვანელთან შეთანხმებით. რეფერატის მოცულობა უნდა იყოს, არანაკლებ 15 გვერდისა დანართების გარეშე. ყველა გვერდი უნდა დაინომროს თანმიმდევრობით, დაუშვებელია თავისუფალი სივრცის ან გვერდის დატოვება. ტექსტი უნდა შესრულდეს A4 ფორმატის (297X210 მმ) 80 გ/მ2 სიმკვრივის ქაღალდზე, შრიფტი - Sylfaen, ზომა 12. გვერდის ნომრებისა და სქოლიოს შრიფტის მინიმალური ზომაა - 10.თავებისა და ქვეთავების დასახელებაში შეიძლება გამოყენებული იქნას უფრო დიდიზომის შრიფტი. ნაშრომის ძირითადი ტექსტისთვის ინტერვალი არის 1.5. ტექსტი უნდა დაიბეჭდოს მხოლოდ ერთ გვერდზე. გვერდის მარცხენა მხარეს უნდა დარჩეს 30 მმ მინდორი, ხოლო დანარჩენ მხარეებზე – 20 მმ. ნაშრომს თან უნდა ერთვოდეს გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალი. რეფერატი შესაძლოა ჩაანაცვლოს ადეკვატური ხასიათის სამეცნიერო პუბლიკაციამ, თუ ის გამოქვეყნებულია ბოლო 2 წლის განმავლობაში რეფერირებად ჟურნალში, არანაკლებ 5 გვერდის მოცულობით;
• სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი საბუთი;
• პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი საბუთი;
• 4 ფოტოსურათი, ზომით 3X4 (სმ) (ბეჭდური და ციფრული ვერსია CD-ზე);
• მიწერის მოწმობის ან სამხედრო ბილეთის ასლი (სამხედრო ვალდებულისათვის);
• ახსნა-განმარტება იმის თაობაზე, რომ განმცხადებელი არ ირიცხება სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურაში;
• განათლებისა და შრომითი საქმიანობის შესახებ მონაცემებში სამეცნიერო პუბლიკაციების და კონფერენციებში მონაწილეობის მითითების შემთხვევაში, დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველმა უნდა წარადგინოს აღნიშნული მასალების ასლები;

ონლაინ რეგისტრაცია



2016–2017 სასწავლო წლისათვის საბუთების მიღების ბოლო ვადაა 5 სექტემბერი.

 

გადახდის პირობები

კავკასიის სამართლის სკოლაში სადოქტორო პროგრამაზე სწავლის ღირებულება წელიწადში 6000 ლარს შეადგენს. სწავლის საფასურის გადახდა სემესტრულად, აღებული კრედიტების შესაბამისად წარმოებს. (კრედიტის ღირებულება შეადგენს 100 ლარს).