აბიტურიენტებისთვის

კავკასიის უნივერსიტეტი სიახლეებს გთავაზობთ:

 

  • CU კამპუსი, რომელიც თავისი ინფრასტრუქტურითა და თანამედროვე აღჭურვილობით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სასწავლო დაწესებულებაა როგორც საქართველოში, ასევე ამიერკავკასიაში
  • CU გრანტი - შიდა სასწავლო გრანტები სწავლების 4 წლის მანძილზე
  • ახალი პროგრამები და ახალი ფასები

 

მიმდინარე აქტივობები აბიტურიენტებისათვის:

 

 

დარეგისტრირდით მითითებულ ბმულებზე.

 

საბაკალავრო პროგრამები თბილისში და წლიური საფასური

 

* წლიური საფასური მოცემულია სახელმწიფო გრანტის და კავკასიის უნივერსიტეტის ფონდის დაწესებული CU გრანტის გათვალისწინებით.

 

კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტზე ჩაბარების შემთხვევაში 4 წლის მანძილზე მიიღებთ უნივერსიტეტის ფონდის დაწესებული სასწავლო CU გრანტს 11 600 ლარის  ოდენობით, რაც ყოველწლიურად სწავლის საფასურს შეგიმცირებთ 2 900 ლარით.  სამართლის (თბილისის ფილიალი), მედიის, სახელმიწფო მართვის, არქიტექტურის და ჯანდაცვის ფაკულტეტებზე ჩაბარების შემთხვევაში 4 წლის მანძილზე მიიღებთ სასწავლო გრანტს 8 000 ლარის ოდენობით, რაც ყოველწლიურად სწავლის საფასურს შეგიმცირებთ 2 000 ლარით.  გაითვალისწინეთ, უნივერსიტეტის ფონდის დაწესებული სასწავლო გრანტის მიღების წინაპირობა ამ ფაკულტეტების პირველ არჩევნად შემოხაზვა და სახელმწიფო გრანტის (100% და 70%) მოპოვებაა.

 

საბაკალავრო პროგრამები ბათუმში

 

კავკასიის უნივერსიტეტი ბათუმში, აცხადებს მიღებას შემდეგ საბაკალავრო პროგრამებზე:

 

  • სამართალი
  • ტურიზმის მენეჯმენტი
  • ეკონომიკა

 

სამივე საბაკალავრო პროგრამაზე ბათუმში, წლიური გადასახადი არის 2250 ლარი. მოქმედებს სახელმწიფო გრანტი - 100%, 70% და 50%-იანი.

 

წლიური საფასური ბათუმში

 

 

რატომ კავკასიის უნივერსიტეტი?

 

  • კავკასიის უნივერსიტეტის მთავარი პრიორიტეტია სწავლის მაღალი ხარისხი, რაც ნიშნავს ამერიკის და ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების აკადემიური პროგრამების სინთეზსა და ქართულ გარემოსთან მორგებულ დასავლურ სტანდარტს; ლექტორები ხშირად წამყვან კომპანიებში მომუშავე ყველაზე წარმატებული პრაქტიკოსები არიან;

  • ვასაქმებთ ყველგან – კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა და დასაქმების სამსახური ხელს უწყობს სტუდენტების დასაქმებას როგორც კერძო კომპანიებში, ასევე სახელმწიფო სტრუქტურებში. დღეს საქართველოს კავკასიის უნივერსიტეტი მართავს;

  • კავკასიის უნივერსიტეტი ლიდერია გაცვლითი პროგრამების ხაზით. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ბოლო მონაცემებით, გაცვლითი პროგრამები ფუნქციონირებს 70 ქვეყნის 130-მდე პარტნიორ უნივერსიტეტთან; CU-ს სტუდენტები მთელი მსოფლიოს გარშემო სწავლობენ;

  • შეღავათები გადასახადში: 30%, 50%, 100% შეღავათი სხვადასხვა სკოლის/ფაკულტეტის სამ საუკეთესო სტუდენტს.