6 ივნისს, 12:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართება კონფერენცია „ტექნოლოგიები ცვლის სასწავლო პროცესს“.
ანონსების სვეტი
ივნ
ტრენინგი CSL-ის სტუდენტებისთვის - ,,ადვოკატის ტექნიკა და უნარ-ჩვევები''
7 ივნისს, 14:00 საათზე, სტრასბურგის იმიტირებული სასამართლო პროცესის პროექტის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის აფილირებული ასოცირებული პროფესორის, სამართლის დოქტორის, თამარ ავალიანის ინიციატივით, იმართება ტრენინგი ადვოკატის ტექნიკა და უნარ-ჩვევები.
ივნ
საჯარო ლექცია: „მსახვრალი მამა - პოსტსაბჭოთა მამის მეტაფსიქოლოგიური პორტრეტი“
11 ივნისს, 18:00 საათზე, „ილიას ხუთშაბათები“-ს ფარგლებში, კავკასიის უნივერისტეტის წიგნის მაღაზია ლიბრარეაში, გაიმართება კავკასიის უნივერსიტეტის „საქართველოს შემსწავლელი საერთაშორისო კვლევის ცენტრის“ მიერ ორგანიზებული სალონური შეხვედრა და დისკუსია თემაზე: „მსახვრალი მამა - პოსტსაბჭოთა მამის მეტაფსიქოლოგიური პორტრეტი“.
ივნ
ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის ლექცია - ნატო-საქართველოს ურთიერთობების შესახებ
11 ივნისს,15:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტს ეწვევა ალექსანდრე ვინიკოვი, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი, რომელიც წარუძღვება ლექციას ნატო-საქართველოს ურთიერთობების შესახებ.
ივნ
CSG-ის ჟან მონეს მოდულის კონფერენცია - ევროპული ღირებულებები და იდეოლოგიები
12 ივნისს, 11:00 საათზე, სახელმწიფო მართვის სკოლის (CSG) ჟან მონეს სასწავლო მოდულის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება კონფერენცია - „ევროპული ღირებულებები და იდეოლოგიები“.
ივნ
საჯარო ლექცია: შაკიკის მკურნალობისა და პრევენციის თანამედროვე მეთოდები
კავკასიის მედიცინის სკოლის ორგანიზებით, 20 ივნისს, 12:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე - „შაკიკის მკურნალობისა და პრევენციის თანამედროვე მეთოდები“.
სექ
II საერთაშორისო კონფერენცია ორი იბერია - ევროპის ორი კარიბჭე
2026 წლის 10-12 სექტემბერს მადრიდის კომპლუტენსეს უნივერსიტეტი და სან დამასოს საეკლესიო უნივერსიტეტი ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და კავკასიის უნივერსიტეტთან ერთად მასპინძლობს მეორე საერთაშორისო კონფერენციას თემაზე - „ორი იბერია - ევროპის ორი კარიბჭე“.
ოქტ
ინტერდისციპლინარული კონფერენცია - „ავტორიტარიზმი: ნარატივები, კულტურები, განგრძობადობა, რღვევა და ცვლილებები - წარსული და აწმყო“
კავკასიის უნივერსიტეტი (საქართველო), ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის CTL (შედარებითი აზრისა და ლიტერატურის) დეპარტამენტთან თანამშრომლობით, აცხადებს საერთაშორისო ინტერდისციპლინარულ კონფერენციას: „ავტორიტარიზმი: ნარატივები, კულტურები, განგრძობადობა, რღვევა და ცვლილებები - წარსული და აწმყო“.
