|
RE-DIRECTION – Redefining Higher Education on a digital context, while promoting a common, inclusive and sustainable framework based on EU best practices and policy recommendations
კავკასიის უნივერსიტეტმა Erasmus + ახალი ინსტიტუციური განვითარების პროექტის - RE-DIRECTION – Redefining Higher Education on a digital context, while promoting a common, inclusive and sustainable framework based on EU best practices and policy recommendations განხორციელება დაიწყო
პროექტი, რომლის ხანგრძლივობაც 3 წელს შეადგენს, მიზნად ისახავს, ევროპელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით:
- ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით მეთოდოლოგიის ჩარჩოსა და პოლიტიკის რეკომენდაციების შემუშავებას;
- მწვანე კომპეტენციებისა და მეთოდების თვალსაზრისით სიახლეების დანერგვას;
- მიგრანტებისა და იძულებით გადაადგილებული პირების ჩართულობის კუთხით არსებული მიდგომების გაუმჯობესებაზე მუშაობას და სხვა მრავალ აქტივობას.
პროექტში კავკასიის უნივერსიტეტთან ერთად ჩართულია 15 კერძო და საჯარო ორგანიზაცია, მათ შორის ევროპის წამყვანი უნივერსიტეტები გერმანიიდან, საბერძნეთიდან, უკრაინიდან და საქართველოდან, ასევე პროექტის მხარდამჭერია საქართველოსა და უკრაინის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროები.
დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, თუმცა, გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორ(ებ)ს და არ ასახავს ევროკავშირის ან ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოს (EACEA) შეხედულებებს. არც ევროკავშირი და არც ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტო მათზე პასუხისმგებელი არ არის.
პროექტ RE-DIRECTION-ის ვებ გვერდი: http://re-direction.org/
პროექტ RE-DIRECTION-ის ვიდეო რგოლი: