განათლების ტრანსფორმაცია: ციფრულ უნარები უმაღლეს განათლებაში

18 დეკემბერი 2024

RE-DIRECTION პროექტის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინასა და საქართველოში უმაღლესი განათლების ტრანსფორმაციას, შემუშავდა ყოვლისმომცველი მეთოდოლოგიური ჩარჩო, რომელიც მიმართულია ციფრული ტრანსფორმაციის, მდგრადობისა და ინკლუზიურობის სფეროში არსებული უნარების დეფიციტის აღმოსაფხვრელად და განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს სტუდენტებისა და მასწავლებლების ციფრული კომპეტენციებით აღჭურვაზე, რაც აუცილებელია სწრაფად ცვალებად სამყაროში წარმატებისათვის.

 

მოცემული ჩარჩო გამოყოფს საკვანძო სფეროებს, სადაც ციფრული უნარების გაუმჯობესებაა საჭირო, მათ შორის:

 

  • ციფრული წიგნიერება: სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის ციფრული ინსტრუმენტების განსხვავებული ცოდნის გათვალისწინება, მონაცემების ეფექტიანი ძიება, ფილტრაცია და მართვა.
  • ციფრული თანამშრომლობა: ონლაინ კურსების, გუნდური პლატფორმებისა და ციფრული საკომუნიკაციო ინსტრუმენტების გამოყენების ხელშეწყობა, რაც თანამშრომლობითი სწავლისა და ინოვაციების გაძლიერებას ემსახურება.
  • კიბერუსაფრთხოების ცნობიერება: ციფრული საფრთხეების, კონფიდენციალურობის საკითხები, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო ონლაინ ნავიგაციას.
  • ციფრული კონტენტის შექმნა: სტუდენტებისთვის სხვადასხვა ფორმატის ციფრული კონტენტის შექმნის, საავტორო უფლებებისა და ეთიკური სტანდარტების დაცვით.
  • პრობლემების გადაჭრა ციფრული ინსტრუმენტებით: ტექნოლოგიის გამოყენებით საკითხების იდენტიფიცირებისა და ინოვაციური გადაწყვეტილებების შემუშავების უნარის განვითარება, რაც სტუდენტებს რეალური გამოწვევების დასაძლევად ამზადებს.

 

ჩარჩო დაფუძნებულია ევროკავშირის სტანდარტებზე და იყენებს ისეთ ინსტრუმენტებს, როგორიცაა DigComp Framework, რათა უზრუნველყოს წარმატებული პრაქტიკების დანერგვა ციფრული კომპეტენციების სწავლებაში. სასწავლო პროგრამების რედიზაინის საფუძვლად გამოყენებულია DACUM მეთოდოლოგია – სისტემური მიდგომა კურიკულუმის შემუშავებისთვის.

 

დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. მიუხედავად ამისა, აქ არსებული ხედვები და აზრები მხოლოდ ავტორ(ებ)ის მიერ არის გამოთქმული და შესაძლოა, არ დაემთხვეს ევროკავშირის ან ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოს (EACEA) ხედვებსა და აზრებს. არც ევროკავშირი და არც ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტო არ აგებენ პასუხს აღნიშნულ ხედვებსა და აზრებზე.

 

პროექტის ვებ-გვერდი.

პროექტის Facebook გვერდი.

პროექტის Linkedin გვერდი.

პროექტის X გვერდი