ცხადდება მობილობა 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის

31 ივლისი 2024

კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს მობილობას 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის.

 

პროგრამების, ვაკანტური ადგილებისა და ფასების ჩამონათვალი შეგიძლიათ ნახოთ აქ და ელექტრონულ პორტალზე: students.emis.ge  

 

მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა ელექტრონულ პორტალზე (students.emis.ge) რეგისტრაციის ვადა  განსაზღვრულია 2024 წლის 21 აგვისტოდან - 2024 წლის 9 სექტემბრის 18:00 საათამდე.

 

ელექტრონულ პორტალზე მობილობის შედეგების გამოქვეყნების ვადა - 12 სექტემბერი.

 

მობილობის წესებისა და პროცედურების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 2377777, იხ. კავკასიის უნივერსიტეტის ვებ-გვერდი.  ან იხ. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებ-გვერდი.  

 

ელექტრონულ პორტალზე დადებითი შედეგის შემთხვევაში სტუდენტის კავკასიის უნივერსიტეტში გამოცხადების და საჭირო საბუთების წარმოდგენის ვადებია - 12-14 სექტემბერი;

 

შემოქმედებითი ტური/გასაუბრება - 12-14 სექტემბერი.

 

უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების  აღიარება, აღიარებული    კრედიტების  გაცნობა და წერილობითი განცხადებით დადასტურება – 14-17 სექტემბერი.

 

მობილობით ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება და საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ელექტრონულად ასახვა - 20 სექტემბერი.

 

გრაფიკული დიზაინის საბაკალავრო პროგრამაზე სტუდენტთა მობილობით ჩარიცხვა ხდება შემოქმედებითი ტურის წარმატებით გავლის შემდეგ. იმ შემთხვევაში თუ მობილობის მსურველ სტუდენტს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებელში წარმატებით აქვს გავლილი შემოქმედებითი ტური ხატვაში, მას არ მოეთხოვება ტურის გავლა. ხოლო თუ მობილობით გადმომსვლელს არ აქვს გავლილი შემოქმედებითი ტური სხვა უნივერსიტეტში, მათთვის 12-14 სექტემბერს დაინიშნება  გასაუბრება კავკასიის უნივერსიტეტში. სტუდენტმა გასაუბრებაზე უნდა წარმოადგინოს მის მიერ შესრულებული ნამუშევარი (ნახატი, ჩანახატი (სკეჩი) კომპიუტერული პროგრამით შემუშავებული ნამუშევარი, ან თუნდაც ვიდეო) ნებისმიერ მისთვის სასურველ თემაზე. სტუდენტი მოახდენს ნამუშევრების წარდგენას/პრეზენტაციას და უპასუხებს კომისიის მიერ დასმულ შეკითხვებს. გასაუბრების წარმატებით გავლის შემდეგ, კომისია განიხილავს მისი მობილობის განცხადებას.

 

საჭირო საბუთებია:  

 

  1. განცხადება;
  2. ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
  3. სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის სათანადოდ დამოწმებული ასლები;
  4. სტუდენტის სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი);
  5. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  6. წინა საგანმანათლებლო საფეხურის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიული ასლი (ბაკალავრიატზე მობილობის შემთხვევაში - ატესტატის ნოტარიული ასლი ან დედანი, მაგისტრატურაზე მობილობის შემთხვევაში - ბაკალავრის დიპლომის და დანართის ნოტარიული ასლი, დოქტორანტურაზე მობილობის შემთხვევაში - მაგისტრის დიპლომის და დანართის ნოტარიული ასლი);
  7. წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  8. ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე;