გაიცანით GITA-ს რეგიონული პრე-აქსელერაციის პროგრამის მენტორები!
პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ იმუშაონ საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის გამოცდილ მენტორებთან, რომლებმაც საკუთარი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება არაერთი წარმატებული სტარტაპის, ინოვაციური პროდუქტისა და ბიზნესის განვითარებაში დააგროვეს.
მენტორები მონაწილეებს გაუზიარებენ პრაქტიკულ გამოცდილებას ბიზნესმოდელის განვითარებაში, პროდუქტის შექმნაში, მომხმარებლის კვლევაში, ინოვაციებსა და ციფრულ ტრანსფორმაციაში, რათა დაეხმარონ იდეების სიცოცხლისუნარიან სტარტაპებად ჩამოყალიბებას და GITA-ს 25 000-ლარიანი საგრანტო კონკურსისთვის მომზადებაში.
წარმოგიდგენთ პროგრამის მენტორებს:
- მარო კოშაძე – თანადამფუძნებელი და CEO, Amadeo
- თამთა მამულაიძე – CEO - Agronavti | საქართველოს ფერმერთა ასოციაცია
- სანდრო კანდელაკი – Student Hunt-ის თანადამფუძნებელი
- ლევან ასანიძე – თანადამფუძნებელი და CEO, HERIO
- გიორგი ცხვედიანი – Student Hunt-ის თანადამფუძნებელი | ციფრული ტრანსფორმაციის ხელმძღვანელი, Terabank
პროგრამას ახორციელებს კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრი.
