მიღების წესები

ქართული კანონმდებლობის თანახმად, უცხოელი აპლიკანტების ჩასარიცხად საჭიროა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანხმობა.

 

კავკასიის უნივერსიტეტის სარეგისტრაციო სამსახური ერთი კვირის განმავლობაში აფასებს შემოსულ განაცხადებს და თანდართულ საჭირო დოკუმენტაციას და გასცემს წინასწარი თანხმობის წერილს.

 

წინასწარი თანხმობის წერილის საფუძველზე, სტუდენტი ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი (მინდობილობის წერილის საფუძველზე) წარადგენს ყველა ნათარგმნ და ნოტარიალურად დამტკიცებულ დოკუმენტაციას ქართულ ენაზე საქართველოს განათლების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში.

 

ცენტრი წარდგენილ დოკუმენტაციას განიხილავს ერთი თვის განმავლობაში და აცხადებს თანხმობას სტუდენტის ჩარიცხვაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე.

 

განათლების სამინისტროს გადაწყვეტილების საფუძველზე კავკასიის უნივერსიტეტი რიცხავს სტუდენტს.

 

გირჩევთ, განაცხადის ფორმის ჩაბარებამდე დაგვიკავშირდეთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ხელთ გვაქვს თქვენი მონაცემების დამუშავების დასაწყებად საჭირო ყველა დოკუმენტაცია.  

 

დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიან პროგრამაზე მიიღებიან მხოლოდ არარეზიდენტი სტუდენტები