ხელოვნებათმცოდნეობა: მისანიჭებელი კვალიფიკაცია - ხელოვნებათმცოდნეობის ბაკალავრი.
ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ხელოვნებათმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა უზრუნველყოფს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ცოდნისა და პროფესიული უნარების მქონე სპეციალისტების მომზადებას ხელოვნებათმცოდნეობაში, რომლებსაც ექნებათ კომპლექსური ცოდნა ეროვნული და მსოფლიო ხელოვნების განვითარების ძირითადი ეტაპების, მათ შორის ურთიერთკავშირის და ხელოვნებასთან დაკავშირებული ინტერდისციპლინური საკითხების შესახებ. სტუდენტები შეისწავლიან ეროვნული და გლობალური კულტურული პროცესების კონტექსტს, კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ საკითხებს; განუვითარდებათ ხელოვნების ნიმუშების, სახელოვნებო პროცესების ანალიზის და კვლევის უნარი. შეძლებენ პროფესიულ აუდიტორიასთან კომუნიკაციას როგორც მშობლიურ, ისე ინგლისურ ენაზე ხელოვნებათმცოდნეობის აქტუალურ საკითხებზე.
შესაბამისად, ხელოვნებათმცოდნეობის სპეციალისტების პროფესიული უნარების გამოყენების სპექტრი ფართოა. მოცემული კვალიფიკაცია ითვალისწინებს დასაქმებას ისეთ დაწესებულებებში, როგორიცაა:
- მუზეუმები და გალერეები
- ტელევიზია
- რადიო
- შემოქმედებითი ინდუსტრიები
- ონლაინ მედია
- სახელმწიფო დაწესებულებები (სამინისტრო, მუნიციპალიტეტი)
- გამომცემლობები
- არასამთავრობო ორგანიზაციები
- ფონდები
- საერთაშორისო ორგანიზაციები
- სხვადასხვა ონლაინ პლატფორმები: ონლაინ არტ გალერეები და პლატფორმები (SSAtchi Art, Etsy), საგანმანათლებლო პლატფორმები (Udemy, Coursera, Skillshare), Digital art comissions (Upwork, Fiverr), Youtube, Instagram, TikTok, Virtual exhibitions and NFTS (Non-Fungible Tokens) for blockchain-based platforms for Open Sea, Rarible და სხვ.