გაცნობებთ, რომ ახალი ევროპული კოლეჯი, ბუქარესტი, რუმინეთი (New Europe College), ახალგაზრდა მკვლევარებისთვის და აკადემიური პერსონალისთვის, რომლებიც მუშაობენ ეკონომიკური, ჰუმანიტარული და სოციალურ მეცნიერებათა მიმართულებებით, აცხადებს კონკურსს, კვლევითი სტიპენდიის მოსაპოვებლად.
სიახლეები
დეკ
სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა სიტყვის თვისუფლების დაცვის მიზნით
7 დეკემბერს, Impuct Hub-ში ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე: "სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა სიტყვის თვისუფლების დაცვის მიზნით.
დეკ
აიბი მთიების მოსწავლეების პრეზენტაციები
5 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში სკოლა აიბი მთიების მოსწავლეებმა პრეზენტაციების ჩაატარეს. ეკონომიკა, გეოგრაფია, ისტორია და პოლიტოლოგია - ამ საკითხებზე სკოლის მოსწავლეებმა აუდიტორიასა და კომისიას წინასწარ მომზადებული თემები წარუდგინეს.
დეკ
ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსის შემაჯამებელი ღონისძიება
1 დეკემბერს, სასტუმროში „იოტა“, ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, რომელიც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინიციატივით და კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მხარდაჭერით განხორციელდა.
დეკ
JTI-ის კონკურსის გამარჯვებულები
JTI (Japan Tobacco International)-მ კავკასიის ბიზნესის სკოლის III და IV კურსის სტუდენტებისთვის, სემესტრული დაფინანსების მოსაპოვებლად, კონკურსი ჩაატარა.
ნოე
CSB-ის მაგისტრატურის სტუდენტების სტარტაპ იდეები
27 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტებმა, თავიანთი სტარტაპ პროექტები წარადგინეს.
ნოე
The Ultimate Sustainable Development Goals Conference
გაცნობებთ, რომ ახალი დიპლომატიური ცენტრი, ბელგრადი, სერბეთი (NewDiplo Centre), სტუდენტებსა და ახალგაზრდა პროფესიონალებს იწვევს კონფრენეციაზე: "წყალი: ენერგია; დიპლომატია და ეკონომიკა."
ნოე
ტუშას უნივერსიტეტის საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის წარმომადგენლები კავკასიის უნივერსიტეტში
22 ნოემბერს კავკასიის უნივერსიტეტმა ტუშას უნივერსიტეტის (University of Tuscia, Italy) საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის წარმომადგენლებს უმასპინძლა.
ნოე
აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტი სამართლის სკოლაში
21-22 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან ექსპერტთა ჯგუფი ეწვია, მათ შემადგენლობაში იყვნენ საერთაშორისო ექსპერტები, ალბრეხტ აჰიმი და ანდრეას ზიგლერი.
ნოე
ლილის კათოლიკური უნივერსიტეტის და იესეგის მენეჯმენტის სკოლის წარმომადგენლების ვიზიტი
20-22 ნოემბერს კავკასიის უნივერსიტეტეტმა ლილის კათოლიკური უნივერსიტეტისა (Lille Catholic University, France) და იესეგის მენეჯმენტის სკოლის (IESEG School of Management, France) წარმომადგენლებს უმასპინძლა.
ნოე
კახა შენგელია მსოფლიო უნივერსიტეტების კონსორციუმის მმართველი საბჭოს წევრად აირჩიეს
კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, კახა შენგელია მსოფლიო უნივერსიტეტების კონსორციუმის მმართველი საბჭოს წევრად აირჩიეს. 16 ნოემბერს, მსოფლიო უნივერსიტეტების კონსორციუმის ორგანიზებით, ოფიციალურად გაიხსნა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე - მომავლის განათლება. კონსორციუმის მმართველი საბჭოს სხდომის შეხვედრაზე, რომელიც კონფერენციის ფარგლებში გაიმართა, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი ამ თანამდებობაზე სამი წლის ვადით აირჩიეს.
ნოე
ავსტრიელი სტუდენტების ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში
14 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტმა ევროკავშირი–საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და ვენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლა.
ნოე
CTS სასწავლო ტური კახეთში
12 ნოემბერს, კავკასიის ტურიზმის სკოლის ლექტორის, ლევან წიქარიშვილის ორგანიზებით ჩატარდა სასწავლო ტური CTS-ის პირველკურსელთათვის. სტუდენტებმა მოინახულეს ძველი და ახალი შუამთა, კვეტერის გუმბათოვანი ეკლესია და ციხე-ქალაქის ნანგრევები.
ნოე
ტურიზმის განვითარების პერსპექტივები მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში
4 ნოემბერს, ყვარელში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია "ტურიზმის განვითარების პერსპექტივები მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში", რომელზეც წარმოდგენილი იყო სტუდენტების და ტურიზმით დაინტერესებული პირების ნაშრომები.
ნოე
National Graduate Institute for Policy Studies - GRIPS
გაცნობებთ, რომ იაპონიის პოლიტიკურ მეცნიერებათა კვლევის ეროვნული ინსტიტუტი (National Graduate Institute for Policy Studies - GRIPS), აცხადებს მიღებას სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამაზე: "GRIPS-ის გლობალური მართვის პროგრამა (G-Cube)".
ნოე
კავკასიის უნივერსიტეტის „ნიუ უესტმინსტერის კოლეჯის” დეკანის მოადგილედ პროფესორი დევიდ შიმპი დაინიშნა
კავკასიის უნივერსიტეტის „ნიუ უესტმინსტერის კოლეჯის” დეკანის მოადგილედ, და ამავე დროს, კავკასიის უნივერსიტეტის დირექტორთა საბჭოს წევრად პროფესორი დევიდ შიმპი დაინიშნა.
ნოე
პროფესორი რობერტ გუდვინ III კავკასიის უნივერსიტეტის „ნიუ უესტმინსტერის კოლეჯის” დეკანად დაინიშნა
პროფესორი რობერტ გუდვინ III კავკასიის უნივერსიტეტის „ნიუ უესტმინსტერის კოლეჯის” დეკანის თანამდებობაზე, და ამავე დროს, კავკასიის უნივერსიტეტის დირექტორთა საბჭოს წევრად დაინიშნა.
ნოე
კავკასიის უნივერსიტეტის “ნიუ უესტმინსტერის კოლეჯი“ დაარსდა
1 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის წესდების 41-ე მუხლის საფუძველზე უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, დოქტორმა კახა შენგელიამ თბილისში ხელი მოაწერა ბრძანება No. 07/01-11-ს, რის საფუძველზეც უნივერისტეტის სკოლებს ახალი კოლეჯი შეემატა.
ოქტ
Erasmus+ გაცვლითი პროგრამები 2018 წლის გაზაფხულის სემესტრისათვის
კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს 2018 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის Erasmus + გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღებას.
ოქტ
ერაზმუს+ მობილობის პროგრამის ფარგლებში კავკასიის უნივერსიტეტმა ჰოლანდიის რედბაუდის უნივერსიტეტის დელეგაციას უმასპინძლა
25-26 ოქტომბერს კავკასიის უნივერსიტეტს ეწვივნენ რედბაუდის უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი, მატის ვან ლეუვენი, ლექტორი მარგრიეტ გუსსი და ადმინისტრაციის თანამშრომლები - მაარტენ კრასი, განათლებისა და კვლევის ოფიცერი და მაია კიკნაძე, სტუდენტთა მიღების ოფისის ხელმძღვანელი.