18 ივლისს, საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, კავკასიის უნივერსიტეტმა ორი ახალი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაცია მიიღო: აგრობიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა, რომელსაც კავკასიის ბიზნესის სკოლა (CSB) განახორციელებს და ელექტრონიკისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამა, რომელსაც კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა (CST) განახორციელებს.