სიახლეები

06
სექ
ექსპედიცია ტაო-კლარჯეთში - „გრიგოლ ხანძთელის ნაკვალევზე“

2023 წლის,შიდა საუნივერსიტეტო გრანტის ფარგლებში დაფინანსდა ექსპედიცია ტაო-კლარჯეთში. ექსპედიცია განხორციელდა 24–30 აგვისტოს.

04
სექ
საორიენტაციო შეხვედრა საერთაშორისო სტუდენტებთან

1-ელ სექტემბერს, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა, საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში (Erasmus+/ Bilateral Exchange) მონაწილე სტუდენტებს უმასპინძლა, რომლებიც სასწავლო პროცესს მიმდინარე აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრიდან დაიწყებენ.

02
სექ
პირველკურსელთა საბუთების მიღება

ერთიანი ეროვნული გამოცდებით კავკასიის უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხულმა პირებმა საბუთები უნდა წარმოადგინონ კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში შემდეგ თარიღებში:

17
აგვ
კახა შენგელიას სამუშაო ვიზიტი ნიუ-ჯერსი სითი უნივერსიტეტში (აშშ)

კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია კიბერუსაფრთხოების ერთობლივი 3 წლიანი პროგრამის ფარგლებში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ნიუ-ჯერსი სითი უნივერისტეტში (აშშ). 

15
აგვ
კავკასიის უნივერსიტეტში პროექტ DataSecSchool-ის ყოველწლიური მრგვალი მაგიდა გაიმართა

15 აგვისტოს, კავკასიის უნივერსიტეტში DataSecSchool-ის მონაწილეები,როგორც ბიზნესის, ასევე აკადემიისა და საჯარო სექტორის წარმომადგენლები ყოველწლიურ მრგვალ მაგიდაზე დასასწრებად შეიკრიბნენ. აღნიშნული ღონისძიება Jean Monnet Module Project-ის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირის (EU) მონაცემთა დაცვის პრაქტიკის ირგვლივ დისკუსიების გამართვას.

10
აგვ
კავკასიის უნივერსიტეტის რეფერირებადმა ჟურნალმა „ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია“ მიიღო ERIHPLUS ევროპული რეფერენს ინდექსი

კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო რეფერირებადმა ჟურნალმა „ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია“ მიიღო აკადემიური ჟურნალების ევროპული რეფერენს ინდექსი ERIHPLUS.

04
აგვ
კავკასიის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორები

2023 წლის 29 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ, კურსდამთავრებულთა დიპლომების გადაცემის საზეიმო ცერემონიალის ფარგლებში, საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა მსოფლიოში გამოჩენილ მეცნიერებსა და საზოგადო მოღვაწეებს გამორჩეული საქმიანობისთვისა და განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის საქართველოს განვითარებაში.

02
აგვ
კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის ცერემონია კავკასიის უნივერსიტეტში

კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის ტრადიციული ცერემონიალი გაიმართა. კურსდამთავრებულებს დიპლომები საზეიმო ვითარებაში გადაეცათ.

01
აგვ
პანელური დისკუსია - „ საკვანძო კომპეტენციები - სამშვიდობო განათლება და აღზრდა დაწყებით საფეხურზე’’

31 ივლისს, პროექტის ფარგლებში პანელური დისკუსიების ციკლი თემაზე „ქვეყნის განვითარება (ეკონომიკა, დემოკრატია, მშვიდობა) და შრომის ბაზარი - პედაგოგიკის გამოწვევები 2023“ გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ოფისში გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე ,,საკვანძო კომპეტენციები - სამშვიდობო განათლება და აღზრდა დაწყებით საფეხურზე.’’ პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

31
ივლ
CSH-ის სტუდენტები ჟან მონეს კათედრის საზაფხულო სკოლაში

25-28 ივლისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟან მონეს კათედრის საზაფხულო სკოლის „კონსტიტუციური დემოკრატია ევროკავშირში: თანამედროვე გამოწვევები და საქართველო“ მუშაობაში, მონაწილეობა მიიღეს კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა - ელენე გუდაძემ და ჯაბა ჯამასპიშვილმა.

29
ივლ
პანელური დისკუსია - „ საკვანძო კომპეტენციები - საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლების გამოწვევები დაწყებით საფეხურზე’’

28 ივლისს, პროექტის ფარგლებში პანელური დისკუსიების ციკლი თემაზე „ქვეყნის განვითარება (ეკონომიკა, დემოკრატია, მშვიდობა) და შრომის ბაზარი - პედაგოგიკის გამოწვევები 2023“ მოსწავლე-ახალგაზრდობის  ეროვნულ სასახლეში გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე ,,საკვანძო კომპეტენციები - საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლების გამოწვევები დაწყებით საფეხურზე.’’ პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

28
ივლ
უცხო ენების ცენტრის დირექტორის ვიზიტი კოჩის უნივერსიტეტში

24-28 ივლისს, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროგრამის (Erasmus+ Mobility program) ფარგლებში, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტისა და კოჩის უნივერსიტეტს (Koc University, Turkey) შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე მოქმედებს, კავკასიის უცხო ენების ცენტრის დირექტორი, ხათუნა ბასილაშვილი და ინგლისური ენის ლექტორი ნინო თათოშვილი ესტუმრნენ კოჩის უნივერსიტეტის უცხო ენების ცენტრს.

 

28
ივლ
ტუშას უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

27 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა, ტუშას უნივერსიტეტის, იტალია (University of Tuscia, Italy) წარმომადგენლებს უმასპინძლა.

28
ივლ
პარტნიორი უნივერსიტეტების დელეგაციების ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

27 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტმა პარტნიორი უნივერსიტეტების: იოჰანესბურგის უნივერსიტეტის, სამხრეთ აფრიკა (University of Johannesburg, South Africa) და ალმათის მენეჯმენტის უნივერსიტეტის, ყაზახეთი (Almaty Management University, Kazakhstan) დელეგაციებს უმასპინძლა.

28
ივლ
წიგნი - "ამერიკის შეერთებული შტატების დახმარება საქართველოს ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში"

გამოიცა წიგნი "ამერიკის შეერთებული შტატების დახმარება საქართველოს ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში".

27
ივლ
კახა შენგელია IUBAT-ის საერთაშორისო უნივერსიტეტის დიპლომების გადაცემის ცერემონიალზე

26 ივლისს, ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში, IUBAT-ის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების დიპლომების გადაცემის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, სადაც კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, კახა შენგელია   სპეციალური მიწვევით იმყოფებოდა.

27
ივლ
საორიენტაციო შეხვედრა გაცვლით პროგრამებში მონაწილე სტუდენტებისთვის

26 ივლისს, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა საორიენტაციო შეხვედრა გამართა საუნივერსიტეტო გაცვლით პროგრამებში მონაწილე სტუდენტებისათვის.

25
ივლ
მასპინძლობის მენეჯმენტის ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამას უპირობო აკრედიტაცია მიენიჭა

25 ივლისს, მასპინძლობის მენეჯმენტის ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამას, რომელიც  მასპინძლობის მენეჯმენტის მიმართულებით რეიტინგში ლიდერ UCF Rosen College of Hospitality Management-თან თანამშრომლობით ხორციელდება, 7 წლიანი უპირობო (ყველა სტანდარტის სრული შესაბამისობით) აკრედიტაცია მიენიჭა.

25
ივლ
SDG აქსელერაციის პროგრამის დასკვნითი ღონისძიება

CU-ის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის და გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი Global Compact Network Georgia-ის თანამშრომლობის ფარგლებში „მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) ინოვაციის აქსელერაციის პროგრამა ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის“  დასკვნითი ღონისძიება გაიმართა,სადაც მონაწილე გუნდებმა მდგრადობის მიმართულებით საკუთარი ინოვაციური პროექტების პრეზენტაციები გამართეს.  

24
ივლ
CSB სამაგისტრო ნაშრომების დაცვა

20-21 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტში, კავკასიის ბიზნესის სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების სამაგისტრო ნაშრომების დაცვა გაიმართა.