სიახლეები

13
მარ
შეხვედრა სტარტაპ „ჰერიოს“ დამფუძნებლებთან

12 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებით, „შეხვდი სტარტაპერს“ სერიის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა სტარტაპ „ჰერიოს“ დამფუძნებლებთან – ლევან ასანიძესთან (CEO) და გეგი გვაზავასთან (COO).

13
მარ
ჟურნალის „ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია“ ახალი ნომრის პრეზენტაცია

11 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია ,,ლიბრარეა"-ში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო რეცენზირებადი ჟურნალის „ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია“ მე-8 (2) ნომრის პრეზენტაცია.

12
მარ
აბუ დაბისა და დუბაის სასწავლო ტურის ფარგლებში სტუდენტები Future Foundation-ს ესტუმრნენ

კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები სასწავლო ტურით აბუ დაბისა და დუბაიში იმყოფებოდნენ. კავკასიის ტრენინგ ცენტრის (UAE) სასწავლო პროგრამის ფარგლებში, სტუდენტები Future Foundation-ს ესტუმრნენ, სადაც გაეცნენ გლობალური ექსპოზიციების როლს ინოვაციებსა და საერთაშორისო თანამშრომლობაში.

12
მარ
აბუ დაბისა და დუბაის სასწავლო ტური

კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები სასწავლო ტურით აბუ დაბისა და დუბაიში იმყოფებოდნენ. კავკასიის ტრენინგ ცენტრის (UAE) სასწავლო პროგრამის ფარგლებში, გაიმართა სხვადასხვა ტიპის შეხვედრები და ტრენინგები.

12
მარ
კომპანია KPMG-ის შეხვედრა CU-ის სტუდენტებთან

დიდი ოთხეულის კვირეულის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა აუდიტორული კომპანია KPMG.

11
მარ
დიპლომების გადაცემის ცერემონიალი GEM-ის და CSB-ის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულთათვის

კავკასიის ბიზნესის სკოლის და გრენობლის ერთობლივი MBA პროგრამის მეთოთხმეტე მიღების კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის ცერემონიალი გაიმართა საფრანგეთში, გრენობლში.

11
მარ
კომპანია PwC-ის შეხვედრა CU-ის სტუდენტებთან

დიდი ოთხეულის კვირეულის ფორმატში კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა აუდიტორული კომპანია PwC.

10
მარ
ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის საინფორმაციო შეხვედრა

კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრმა CU-ს სტუდენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

06
მარ
კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებმა აბუ დაბიში მსოფლიო მნიშვნელობის ღირსშესანიშნაობები მოინახულეს

კავკასიის უნივერსიტეტის დუბაის ტრენინგ ცენტრისა და CU-ის მიერ ორგანიზებული სასწავლო ტურის ფარგლებში, სტუდენტები აბუ დაბიში იმყოფებოდნენ, სადაც მსოფლიო მნიშვნელობის კულტურულ და ისტორიულ ძეგლებს ესტუმრნენ.

06
მარ
კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლები საქართველოს ელჩს, გიორგი ჯანჯღავას, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ეწვივნენ

კავკასიის უნივერსიტეტის სასწავლო ტურის ფარგლებში, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და სტუდენტები არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს ელჩს, გიორგი ჯანჯღავას, ეწვივნენ.

06
მარ
კავკასიის უნივერსიტეტსა და აბუ დაბის მენეჯმენტის სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

4 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტსა და აბუ დაბის მენეჯმენტის სკოლას (ADSM) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ და ADSM-ის პრეზიდენტმა, მარკ პაულინმა.

06
მარ
კავკასიის უნივერსიტეტსა და ICT ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

4 მარტს კავკასიის უნივერსიტეტსა და ICT ასოციაციას (ICTA) შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც მიზნად ისახავს განათლებისა და ტექნოლოგიური ინდუსტრიის დაახლოებას, ინოვაციური ეკოსისტემის გაძლიერებასა და სტუდენტებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას.

06
მარ
საჯარო ლექცია თემაზე - ციფრული ტრანსფორმაცია სასტუმროებში

5 მარტს,  კავკასიის ტურიზმის სკოლის ორგანიზებით, უნივერსიტეტში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე - „ციფრული ტრანსფორმაცია სასტუმროებში“. 

05
მარ
სამეცნიერო ლექცია „მდგრადი ფინანსები“ - პანელური დისკუსია

4 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტმა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურთან (DAAD) თანამშრომლობით უმასპინძლა პროფ. დოქტ. შტეფან ბრუნჰუბერს (მიტვაიდას გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, გერმანია), რომელიც პროგრამის Science Lecture ფარგლებში ეწვია საქართველოს.

04
მარ
აქსელისა და კავკასიის უნივერსიტეტის თანამშრომლობის გაგრძელება

26 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტმა, აქსელმა და ჯიტამ, ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა ''CUnicorn''-ის მონაწილეებისთვის და CU Alumni-ებისთვის, ერთობლივი დახურული შეხვედრა გამართეს. 

04
მარ
CSB-ის პროგრამები უპირობოდ აკრედიტებულია

ბიზნესის სკოლის სამაგისტრო, ერთობლივი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები უპირობოდ აკრედიტებულია.

04
მარ
CSG-ის სამაგისტრო პროგრამა უპირობოდ აკრედიტებულია

CSG-ის სამაგისტრო პროგრამა - სტრატეგიული საჯარო მმართველობა - უპირობოდ აკრედიტებულია.

01
მარ
საინფორმაციო შეხვედრა აბიტურიენტებისთვის

1-ელ მარტს, CU კამპუსში, საბაკალავრო პროგრამებით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

01
მარ
ფრანგი მოსამართლის - ფატმა კოსადიას - ვიზიტი CU-ში

28 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტს, გაეროს ბავშვთა ფონდისა და საფრანგეთის საელჩოს ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში, საერთაშორისო ექსპერტი, მოსამართლე ფატმა კოსადია ეწვია.

28
თებ
კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი სასწავლო ცენტრ „სპექტრში“

კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, კახა შენგელია, სკოლების დეკანები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები დედოფლისწყაროში, სასწავლო ცენტრ „სპექტრის“ აბიტურიენტებს შეხვდნენ.