16-18 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტი TechCamp-ს მასპინძლობდა, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის და საქართველოში აშშ-ის საელჩოს ორგანიზებით ხორციელდება თემაზე: დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა კავკასიის რეგიონში.
სიახლეები
თებ
თიბისი კაპიტალის სტუდენტური პროგრამის - „კემპის“ - გამარჯვებულები კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები არიან
თიბისი კაპიტალის სტუდენტური პროგრამის - „კემპის“ მე-4 ნაკადში პირველი ადგილი კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სტუდენტმა ნიკა კოპალეიშვილმა თავის თანაგუნდელებთან ერთად, ხოლო მეორე საპრიზო ადგილი, ასევე, კავკასიის ბიზნესის სკოლის სტუდენტმა დიანა ჩავლეიშვილმა დაიკავეს.
თებ
TechCamp კავკასიის უნივერსიტეტში
16-18 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტი TechCamp-ს მასპინძლობს, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის და საქართველოში აშშ-ის საელჩოს ორგანიზებით ხორციელდება თემაზე: დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა კავკასიის რეგიონში (Countering Disinformation Throughout the Caucasus.)
თებ
არქიტექტურის ვორკშოპი თბილისის კერძო სკოლის - „მწვანე სკოლა“ - მოსწავლეებისთვის
15 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტს თბილისის კერძო სკოლის - „მწვანე სკოლა“ - მესამე კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ. მათ ვორკშოპი კავკასიის არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის დეკანმა მაკუნა მენაბდემ ჩაუტარა.
თებ
ვორკშოპი აბიტურიენტებისთვის - რა არის სოციოლოგის პროფესია და როგორ ჩავატაროთ კვლევა
კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა ვორკშოპი სოციოლოგიით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის, თემაზე: „რა არის სოციოლოგის პროფესია და როგორ ჩავატაროთ კვლევა“.
თებ
CU Game Fest 2023
კავკასიის უნივერსიტეტში CU Game Fest 2023 ჩატარდა. კიბერსპორტის კონკრეტულ სახეობებში დეკემბრიდან დაიწყო ონლაინ შესარჩევი ტურები, რის შემდეგაც ონლაინ საკვალიფიკაციო ეტაპებიდან გამოვლინდნენ საუკეთესო კიბერ სპორტსმენები, რომლებიც 11-12 თებერვალს კავკასიის უნივერსიტეტში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.
თებ
დაიწყო SDG ინოვაციის აქსელერაციის პროგრამა ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის
14 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტში, გაეროს გლობალური შეთანხმების „მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) ინოვაციის აქსელერაციის პროგრამა ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის “ გახსნითი ღონისძიება გაიმართა.
თებ
შეხვედრა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენელთან
14 თებერვალს, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA), ინოვაციებისა და კომერციალიზაციის დეპარტამენტის ტექნოლოგიების გადაცემის მენეჯერმა თინათინ ჯაჭვაძემ, კავკასიის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა.
თებ
გიორგი ხუბუას საჯარო ლექცია თემაზე - "იურიდიული კვლევის მეთოდები - Quo Vadis?”
9 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტში, სამართლის სკოლის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მოწვევით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და შტეინბეის უნივერსიტეტის (გერმანია) პროფესორმა გიორგი ხუბუამ ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე "იურიდიული კვლევის მეთოდები - Quo Vadis?”
თებ
კრაკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში
კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა, კრაკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტის, პოლონეთი (Cracow University of Economics, Poland) წარმომადგენლებს, ასოცირებულ პროფესორს, იუსტინა დაბროვსკას (Justyna Dabrowska) საერთაშორისოო პროგრამების ოფისის ხელმძღვანელის მოადგილეს, სილვია რუტკოვსკას (Sylwia Rutkowska) და საერთაშორისო პროგრამების ოფისის კოორდინატორს, ჯოანა იაკოვსკას (Joanna Jakowska), უმასპინძლა.
თებ
შეხვედრა სამეცნიერო ჟურნალების წარმომადგენლებთან
10 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში,შეხვედრა გაიმართა ორი სამეცნიერო ჟურნალის „შედარებითი სამართლის ჟურნალის" და "სამედიცინო სამართლისა და მენეჯმენტის ჟურნალის" სარედაქციო კოლეგიის წარმომადგენლებთან - ლადო სირდაძესთან და ირაკლი სასანიასთან.
თებ
პროექტის - „გასტრონომიული ცოდნის ბანაკი“ - დასკვნითი შეხვედრა
8 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტში, პროექტ „გასტრონომიული ცოდნის ბანაკის“ დასკვნითი შეხვედრა გაიმართა.
თებ
ლუის არუფატის ლექცია - გასტრონომიული ტენდენციები ტკბილ სამყაროში
8 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია „ლიბრარეაში“, პროექტის „გასტრონომიული ცოდნის ბანაკის“ ფარგლებში, ლუის არუფატის ლექცია გაიმართა.
თებ
„შეფების ფორუმი“
7 თებერვალს, პროექტ „გასტრონომიული ცოდნის ბანაკის“ დასკვნითი ღონისძიების ფარგლებში, „შეფების ფორუმი“ ელიტ ელექტრონიქსის სამზარეულოში გაიმართა.
თებ
პროექტი „გასტრონომიული ცოდნის ბანაკი“ - მესამე მიღება
4 და 5 თებერვალს, პროექტის „გასტრონომიული ცოდნის ბანაკის“ ფარგლებში, მესამე მიღების მონაწილეებისთვის ტრენინგები ჩატარდა, რომელსაც პროექტის პირველ ნაკადში შერჩეული საუკეთესო შეფ-მზარეულებიდან ერთ-ერთი შეფი უძღვებოდა.
თებ
ნინო ჟიჟილაშვილის და მედიის სკოლის სტუდენტების შეხვედრა აბიტურიენტებთან
კავკასიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, მედიის სკოლის დეკანი - ნინო ჟიჟილაშვილი და მედიის სკოლის სტუდენტები პიარისა და ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამით დაინტერესებულ აბიტურიენტებს შეხვდნენ.
თებ
საინფორმაციო შეხვედრა აბიტურიენტებისთვის
2 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტში, აბიტურიენტებისთვის 2023 წლის პირველი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
იან
ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება კავკასიის უნივერსიტეტსა და ICHEC ბრიუსელის მენეჯმენტის სკოლასთან, ბელგია
კავკასიის უნივერსიტეტსა და ICHEC ბრიუსელის მენეჯმენტის სკოლას, ბელგია, (ICHEC Brussels Management School, Belgium) შორის ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებას მოეწერა ხელი.
იან
ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსში კავკასიის უნივერსიტეტის გამარჯვებული პროექტები
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების 2022 წლის სახელმწიფო საგრანტო კონკურსში კავკასიის უნივერსიტეტის სახელით წარდგენილმა სამმა საპროექტო წინადადებამ გაიმარჯვა.
იან
აკადემიური წერის ცენტრის ხელმძღვანელის თამარ ჩოკორაიას სტატია საქართველოში აკადემიური კეთილსინდისიერების კულტურის შესახებ საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში გამოქვეყნდა
საერთაშორისო რეფერირებადმა ჟურნალმა „ხარისხი უმაღლეს განათლებაში“ გამოაქვეყნა კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორისა და აკადემიური წერის ცენტრის ხელმძღვანელის სტატია საქართველოში აკადემიური კეთილსინდისიერების კულტურის დამკვიდრების პროცესზე.