მიღების წესები

სადოქტორო პროგრამაზე მიღების პროცედურები:

 

  1. მიღებისათვის საჭირო დოკუმენტების წარმოდგენა                                                                      
  2. ინგლისური ენის გამოცდის B2 დონეზე ჩაბარება (ინფორმაცია გამოცდის შესახებ)                                                                     
  3. მათემატიკის მისაღები ტესტის ჩაბარება (ინფორმაცია ტესტის შესახებ) (ტესტის ნიმუში)                                                  
  4. მიმღებ კომისიასთან გასაუბრება

 

სადოქტორო პროგრამებზე მიღებისათვის საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალი:

 

  • პირადობის მოწმობის ასლი
  • 2 ფოტო სურათი, როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული სახით (CD დისკზე ჩაწერილი)
  • სააპლიკაციო ფორმა
  • მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი
  • დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი. აპლიკანტს დასრულებული უნდა ჰქონდეს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა.
  • დიპლომის დანართის/ნიშნების ფურცლის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  • მინიმუმ B2 დონის ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან
  • ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სხვა შემთხვევაში კონკურსანტი ვალდებულია ჩააბაროს ბიზნესის სკოლის B2 დონის მისაღები გამოცდა ინგლისურ ენაში;
  • კანდიდატის კვლევით ინტერესებთან თანმხვედრი კვლევითი თეზისი ინგლისურ ენაზე;
  • შესაბამის სფეროში წინარე პუბლიკაციები ან/და სამეცნიერო-კვლევით პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა ან/და შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
  • ორი სარეკომენდაციო წერილი ინგლისურ ენაზე ;
  • რეზიუმე (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე.
  • კონკურსანტი ვალდებულია ჩააბაროს ბიზნესის სკოლის მისაღები გამოცდა მათემატიკაში.
  • კავკასიის ბიზნესის სკოლის მიმღებ კომისიასთან გასაუბრების წარმატებით გავლა. 
  • ონლაინ რეგისტრაცია

 


* მიღების ვადები და პირობები მტკიცდება მიმღები კომისიის მიერ და ქვეყნდება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.

 

მნიშვნელოვანი თარიღები:

 

  • სადოქტორო პროგრამაზე საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა: 2027 წლის სექტემბერი
  • საბუთები შეგიძლიათ წარმოადგინოთ ელექტრონულად ელ. ფოსტის მისამართზე: mjinchveleishvili@cu.edu.ge
  • ან ნაბეჭდი სახით შემდეგ მისამართზე: კავკასიის უნივერსიტეტი, პაატა სააკაძის 1;
  • ინგლისური ენის გამოცდა:  2027 წლის სექტემბერი
  • მათემატიკის გამოცდა:  2027 წლის სექტემბერი
  • მიმღებ კომისიასთან გასაუბრება:  2027 წლის სექტემბერი

 

სწავლის საფასური და დაფინანსება:

 

  • სამწლიანი სადოქტორო პროგრამის ღირებულება შეადგენს 13,500 ლარს.(უცხოეთის მოქალაქეებისთვის სწავლების საფასურის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ)
  • სტუდენტები თანხას იხდიან სემესტრულად. ყოველ სემესტრში 2250 ლარს.
  • პირველი წლის დასრულების შემდეგ წარჩინებულ დოქტორანტებს ეძლევათ შესაძლებლობა მოიპოვონ კავკასიის ბიზნესის სკოლის გრანტი 4,500 ლარის ოდენობით, შესაბამისად ამ გრანტით სრულად დაუფინანსდებათ მესამე წლის სწავლის გადასახადი;