მიღების წესები

კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წინაპირობაა ერთიანი ეროვნული გამოცდები. ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებას უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გამოცდების ეროვნული ცენტრი. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ზოგადი წესიდან გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესით;

 

  • უცხო ქვეყნის მოქალაქეები პროგრამაზე ირიცხებიან ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე.
  • ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებამოსილი პირი ვალდებულია:
  • დაადასტუროს ინგლისური ენის ცოდნას B2 დონეზე (IELTS-6.0; TOEFL-78; B2 დონის სხვა რელევანტური საერთაშორისო სერტიფიკატი) ან აბარებს უნივერსიტეტის მიერ ადმინისტრირებულ B2 დონის შესაბამის გამოცდას.
  • ჩააბაროს უნივერსიტეტის მიერ დაწესებული შიდა გამოცდა მათემატიკაში.

 

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი საგნები:

 

  • ინგლისური ენის, როგორც უცხო ენის გამოცდის ჩაბარება სავალდებულო მოთხოვნაა პროგრამაზე ჩარიცხვისთვის.
  • ქართული ენა და ლიტერატურა;
  • ერთ-ერთი შემდეგი საგნებიდან: მათემატიკა ან ფიზიკა.

 

პროგრამაზე მობილობა დასაშვებია შესაბამისი კანონით დადგენილი პროცედურების შესაბამისად.

 

სწავლის წლიური საფასური: 21500 ლარი.

 

*დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე