პროგრამის სტრუქტურა

 

პროგრამის მიმდინარეობა და სტრუქტურა

 

პირველი და მეორე სემესტრი ხორციელდება საქართველოში, ინტენსიური სწავლების პრინციპით.  სალექციო შეხვედრები მიმდინარეობს ორკვირიანი მოდულების სახით (დღეში 4 საათი). სტუდენტები მესამე სემესტრში ისწავლიან გერმანიაში. მეოთხე სემესტრში კი, სტუდენტს ეძლევა საშუალება აირჩიოს გერმანიაში, ადგილობრივ კომპანიაში სტაჟირების გავლა (რასაც უზრუნველყოფს TH WILDAU.) და სამაგიტრო ნაშრომზე მუშაობა ან საქართველოში დაბრუნება და ნაშრომის დასრულება გერმანელი პროფესორის ხელმძღვანელობით.

 

თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადი პროგრამა საშუალებას აძლევს სტუდენტს შეიძინოს ღრმა თეორიული ცოდნა და დაეუფლოს საჭირო პრაქტიკულ უნარებს. პროგრამის თეორიული და პრაქტიკული კომპონენტების კარგად შერჩეული ნაზავი საშუალებას აძლევს კურსდამთავრებულს გააგრძელოს პერსპექტიული სპეციალისტის კარიერა ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტში, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. პროგრამა მოიცავს ინჟინერიის, ზოგადი მენეჯმენტის და ინფორმაციული ტექნოლოგიების თემებს, რომლებიც ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის მნიშვნელოვან კომპონენტებს წარმოდაგენენ.

 

პროგრამით განსაზღვრული კვალიფიკაციის მისაღებად გათვალისწინებულია სტუდენტის მიერ 120 ECTS კრედიტის ათვისება.

 

ციფრული ლოგისტიკის დარგობრივი კომპონენტი - 108 ECTS;

 

  • დარგობრივი სავალდებულო სასწავლო კურსები - 72 ECTS; 
  • დარგობრივი არჩევითი სასწავლო კურსები - 6 ECTS;       
  • სამაგისტრო ნაშრომი - 30 ECTS;

 

თავისუფალი კომპონენტის სასწავლო კურსები - 12 ECTS;    

 

  • საუნივერსიტეტო სავალდებულო სასწავლო კურსი - 6 ECTS;       
  • საუნივერსიტეტო არჩევითი სასწავლო კურსები - 6 ECTS.

 

 

Program Handbook