სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების სამაგისტრო ნაშრომების დაცვა

22 დეკემბერი 2023

3-21 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში  სამართლის სკოლის  სტუდენტების სამაგისტრო ნაშრომების საჯარო დაცვა გაიმართა.

 

სტუდენტებმა ნაშრომები წარმოადგინეს შემდეგ თემებზე:

 

  • ბუქური მარიამი- არასრულწლოვანის უძრავი ქონების განკარგვის დროს სასამართლოს როლი, როგორც არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის დაცვის ხარისხის გაძლიერების მექანიზმი;
  • მაისაშვილი ანა- გამოსაცდელი ვადისა და სტაჟირების გამიჯვნა,როგორც დამსაქმებლის კონტროლის ბერკეტი შრომითსამართლებრივ ურთიერთობებში;
  • მაღულარია გურამი- ფრენშაიზის მიმღებისა და ფრენშაიზინგის პროდუქტით მოსარგებლე პირების სამართლებრივი დაცვის ხარისხი ქართულ კანონმდებლობაში;
  • ხაზარაძე რუსუდანი- „კონტრაჰირების იძულება - როგორ მივაღწიოთ უფლების ეფექტიან დაცვას საქართველოში“;
  • ლიპარტელიანი ფრიდონი- ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების ოდენობის მინიმალური ტარიფის განსაზღვრის აუცილებლობა;
  • მებუკე ნინო- საჯარო წესრიგი, როგორც საინვესტიციო დავაზე საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებაზე უარის თქმის საფუძველი;
  • ვასაძე სალომე- საკონკურენციო დავის გადაწყვეტის ალტერნატიული ფორმები;
  • მაჭავარიანი გვანცა- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა განათლების უფლების რეალიზაციის გამოწვევები პანდემიის (კოვიდ-19-ის) დროს;
  • როსებაშვილი ნიკოლოზი- მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის სამართლებრივი ზედამხედველობის მექანიზმის ეფექტიანობის მიმართება მის მიზანთან;
  • ჩხარტიშვილი ვიოლეტა- ბავშვი როგორც ინტერნეტ სივრცეში პერსონალური მონაცემების დამუშავების განსაკუთრებული სუბიექტი;
  • აძიშვილი ლევანი- პატიმრობის საფუძვლების სტანდარტის ამაღლების მნიშვნელობა სისხლის საპროცესო სამართალში;
  • ფოლადიშვილი ქეთევანი- განრიდების განმეორებით გამოყენების სამართლებრივი სტანდარტი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში;
  • ულუმბელაშვილი თეონა- ადევნების ფარგლები ქართული სისხლის სამართლის მიხედვით.

 

სტუდენტებმა კომისიის წინაშე ნაშრომები წარმატებით დაიცვეს.