სამართლის სკოლის სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია

20 მაისი 2023

20 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა სამართლის სკოლის რიგით XVIII სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია თემაზე - საქართველო - ევროპის ნაწილი.

 

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებმა. 

 

აღნიშნული კონფერენციის მიზანი გახლდათ სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა და ახალგაზრდებში სამეცნიერო პოტენციალის განვითარება.

 

სპეციალურად დაკომპლექტებულმა კომისიამ, 11 მომხსენებლიდან, კონფერენციის გამარჯვებულებად გამოავლინა შემდეგი ნაშრომები:

 

ადგილი - ლიკა სილაგაძე და ბექა თავაძე, სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები,

თემა: ციფრულ სივრცეში არსებული პერსონალური ინფორმაციის დაცვა, როგორც ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება“, სამეცნიერო ხელმძღვანელი ეკა კაველიძე

 

II ადგილი - გვანცა ჩადუნელი და ნათია ტყეშელაშვილი, სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები,

თემა: „აგენტების“ კანონი საქართველოში, სამეცნიერო ხელმძღვანელი მაკა მხატვრიშვილი

 

 

III ადგილი - მარიამ ქენქაძე და ნინო კახეთელიძე, სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები, 

თემა: „სასჯელის შესაძლო დისკრიმინაციულობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მაგალითზე“, სამეცნიერო ხელმძღვანელი  დავით მუზაშვილი

 

III ადგილი - სალომე ზეიკიძე, სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი, 

თემა: „ადამიანის დაბადება - ხარვეზი ქართულ კანონმდებლობაში“, სამეცნიერო ხელმძღვანელი არჩილ ბორჯაძე

 

კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ საბაკალავრო პროგრამის შემდეგი სტუდენტები: ლიზი ბარდაჩიძე, ბარბარე ასკურავა, ანა კეჟერაშვილი, ლიზი ლაღაძე, ელენე ფუთურიძე, მარიამ თვალაძე, ელენე გრიგოლია, მარიამ ყურმაშვილი, გვანცა ჩიკვილაძე.