20 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა სამართლის სკოლის რიგით XVIII სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია თემაზე - საქართველო - ევროპის ნაწილი.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებმა.
აღნიშნული კონფერენციის მიზანი გახლდათ სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა და ახალგაზრდებში სამეცნიერო პოტენციალის განვითარება.
სპეციალურად დაკომპლექტებულმა კომისიამ, 11 მომხსენებლიდან, კონფერენციის გამარჯვებულებად გამოავლინა შემდეგი ნაშრომები:
I ადგილი - ლიკა სილაგაძე და ბექა თავაძე, სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები,
თემა: ციფრულ სივრცეში არსებული პერსონალური ინფორმაციის დაცვა, როგორც ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება“, სამეცნიერო ხელმძღვანელი ეკა კაველიძე
II ადგილი - გვანცა ჩადუნელი და ნათია ტყეშელაშვილი, სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები,
თემა: „აგენტების“ კანონი საქართველოში, სამეცნიერო ხელმძღვანელი მაკა მხატვრიშვილი
III ადგილი - მარიამ ქენქაძე და ნინო კახეთელიძე, სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები,
თემა: „სასჯელის შესაძლო დისკრიმინაციულობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მაგალითზე“, სამეცნიერო ხელმძღვანელი დავით მუზაშვილი
III ადგილი - სალომე ზეიკიძე, სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი,
თემა: „ადამიანის დაბადება - ხარვეზი ქართულ კანონმდებლობაში“, სამეცნიერო ხელმძღვანელი არჩილ ბორჯაძე
კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ საბაკალავრო პროგრამის შემდეგი სტუდენტები: ლიზი ბარდაჩიძე, ბარბარე ასკურავა, ანა კეჟერაშვილი, ლიზი ლაღაძე, ელენე ფუთურიძე, მარიამ თვალაძე, ელენე გრიგოლია, მარიამ ყურმაშვილი, გვანცა ჩიკვილაძე.