კავკასიის უნივერსიტეტის ელჩები

 

 

კავკასიის უნივერსიტეტის ელჩების პროგრამა 2023 წელს პირველად, სტუდენტური და ორგანიზაციული ღონისძიებების სამსახურის ინიციატივით დაინერგა და CU-ის თერთმეტივე სკოლის 17 გამორჩეულ სტუდენტს აერთიანებს.

 

17 ელჩი, რომლებიც განსაკუთრებული აკადემიური მოსწრების, უნარ-ჩვევების, მრავალფეროვანი ინტერესებისა და საერთაშორისო აკადემიური გამოცდილებების მიხედვით შეირჩნენ, 1 წლის განმავლობაში ჩართულები იქნებიან კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტური ცხოვრების გაუმჯობესებასა და  ადგილობრივი, თუ საერთაშორისო სტუდენტებისთვის ინკლუზიური ატმოსფეროს შექმნაში.

 

უნივერსიტეტის ელჩების პროგრამა საერთაშორისოდ აპრობირებული მეთოდია, რომელიც სტუდენტების ჩართულობის ზრდასა და მათი მეშვეობით, სტუდენტური ცხოვრების კიდევ უფრო მეტად გააქტიურებას ემსახურება.