კავკასიის უნივერსიტეტში ფუნქციონირებს ომბუდსმენის ოფისი, რომელიც წარმოადგენს უნივერსიტეტის დამოუკიდებელ და ნეიტრალურ ორგანოს და რომლის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა უნივერსიტეტის სტუდენტების ლეგიტიმური ინტერესების დაცვა.
ომბუდსმენის ოფისი კავკასიის უნივერსიტეტში ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობისა და ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus + საგრანტო პროექტ AESOP-ის ფარგლებში 2018 წელს შეიქმნა, სტუდენტთა კონსულტირების, დახმარების, სტუდენტების ინტერესებისა და უფლებების დაცვის, მათი დარღვევის ფაქტების გამოვლენისა და დარღვეული უფლებების აღდგენის ხელშეწყობის მიზნებისთვის.
ოფისი მდებარეობს კავკასიის უნივერსიტეტში.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ.: 0322377777(286)
ელ.ფოსტა: Ombudsman@cu.edu.ge