საუბრები ლიბრარეაში - „კამერასთან მუშაობის ტექნიკები“

12 ნოემბერი 2026

11 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია „ლიბრარეაში“, პროექტის „საუბრები ლიბრარეას“ ფარგლებში, შეხვედრა თემაზე „კამერასთან მუშაობის ტექნიკები“ გაიმართა.

 

შეხვედრას მსახიობი დუტა სხირტლაძე უძღვებოდა, რომელმაც მონაწილეებს კამერის წინ თავდაჯერებულობის შენარჩუნების, ნერვიულობის დაძლევისა და ბუნებრივი საუბრის უნარების განვითარების პრაქტიკული გზები გაუზიარა.

 

დისკუსიის ფარგლებში განხილული იყო სოციალური ქსელებისთვის ვიდეოკონტენტის შექმნის სპეციფიკა, მოკლედ და საინტერესოდ საუბრის ტექნიკა, მაყურებლის ყურადღების მიპყრობისა და შენარჩუნების მეთოდები.

 

შეხვედრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ინტერვიუს ტექნიკას დაეთმო. მონაწილეებმა მიიღეს რჩევები კითხვებზე ეფექტიანად პასუხის გაცემის, სათქმელის მკაფიოდ ჩამოყალიბებისა და რთულ თუ მოულოდნელ კითხვებთან გამკლავების შესახებ.

 

შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა და მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, პრაქტიკული რეკომენდაციები მიეღოთ, დაესვათ კითხვები და გაეღრმავებინათ ცოდნა კამერასთან ეფექტიანი კომუნიკაციის მიმართულებით.