CU-ის ფოლკლორულმა გუნდმა საერთაშორისო ფესტივალზე მეორე ადგილი დაიკავა

19 სექტემბერი 2023

კავკასიის უნივერსიტეტის ფოლკლორული გუნდი მონაწილეობას იღებდა კვიპროსზე გამართულ მე-16 საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალზე, სადაც ასევე წარმოდგენილი იყვნენ 14 სხვადასხვა ქვეყნის მონაწილეები.

 

აღსანიშნავია, რომ კავკასიის უნივერსიტეტის ფოლკლორული გუნდი ფავორიტ სამეულში დასახელდა და მეორე ადგილი აიღო. ვულოცავთ მათ ამ მიღწევას და ვუსურვებთ წარმატებას.