ფეხბურთის ჩემპიონატი „CU 25“

19 ივნისი 2023

19 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტური და ორგანიზაციული ღონისძიებების სამსახურის ინიციატივით, CU-ის კამპუსში ფეხბურთის ჩემპიონატი „CU 25“ დაიწყო, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტის 25 წლის იუბილეს ფარგლებში იმართება.

 

თასისთვის იბრძვის 200-ზე მეტი ადგილობრივი თუ საერთაშორისო სტუდენტი, ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი.

 

თამაშის დაწყებამდე, ფეხბურთელებს და გულშემატკივრებს სიტყვით მიესალმა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია, რომელმაც თითოეულ გუნდს წარმატება უსურვა. ტრადიციულად, სპორტული ღონისძიება კავკასიის უნივერსიტეტის მხარდამჭერთა გუნდმა გახსნა.