მაგიდის ჩოგბურთის ჩემპიონატი „CU CUP 2023“

29 მაისი 2023

კავკასიის უნივერსიტეტში, სტუდენტური და ორგანიზაციული ღონისძიებების სამსახურის ინიციატივით, მაგიდის ჩოგბურთის ჩემპიონატი  „CU CUP 2023“  ჩატარდა.

 

ჩემპიონატში მონაწილეობა, CU-ის 50-ზე მეტმა ქართველმა და უცხოელმა სტუდენტმა მიიღო.

 

საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:

 

  • I ადგილი - ლუკა მირგატია (CSE)
  • II ადგილი - დავით დვალიშვილი (CSB)
  • III ადგილი - ლუკა კურტანიძე (CSB)

 

საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია - "ლიბრარეა"-ს ვაუჩერები გადაეცათ.

ასევე, პირველ ადგილზე გასულ სტუდენტს, ლუკა მირგატიას გარდამავალი თასი გადაეცა.

 

ჩემპიონატი თბილისის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის მხარდაჭერით ჩატარდა.