კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის შეხვედრა CU-ის ელჩებთან

13 ივლისი 2023

13 ივლისს, CU-ის წიგნის მაღაზია „ლიბრარეა“-ში, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტ კახა შენგელიასა და კავკასიის უნივერსიტეტის ელჩებს შორის გაცნობითი ხასიათის ფორმალური შეხვედრა გაიმართა.

 

კავკასიის უნივერსიტეტის ელჩების პროგრამა წელს პირველად, სტუდენტური და ორგანიზაციული ღონისძიებების სამსახურის ინიციატივით დაინერგა და CU-ის თერთმეტივე სკოლის 16 გამორჩეულ სტუდენტს აერთიანებს.

 

16 ელჩი, რომლებიც განსაკუთრებული აკადემიური მოსწრების, უნარ-ჩვევების, მრავალფეროვანი ინტერესებისა და საერთაშორისო აკადემიური გამოცდილებების მიხედვით შეირჩნენ, 1 წლის განმავლობაში ჩართულები იქნებიან კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტური ცხოვრების გაუმჯობესებასა და  ადგილობრივი, თუ საერთაშორისო სტუდენტებისთვის ინკლუზიური ატმოსფეროს შექმნაში.

 

უნივერსიტეტის ელჩების პროგრამა საერთაშორისოდ აპრობირებული მეთოდია, რომელიც სტუდენტების ჩართულობის ზრდასა და მათი მეშვეობით, სტუდენტური ცხოვრების კიდევ უფრო მეტად გააქტიურებას ემსახურება.  

 

შეხვედრის დასასრულს, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა ელჩებს მათთვის სპეციალურად დამზადებული ბრენდირებული მაისურები და პინები გადასცა.