საორიენტაციო შეხვედრა საერთაშორისო სტუდენტებთან

5 სექტემბერი 2023

1-ელ სექტემბერს, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა, საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში (Erasmus+/ Bilateral Exchange) მონაწილე სტუდენტებს უმასპინძლა, რომლებიც სასწავლო პროცესს მიმდინარე აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრიდან დაიწყებენ.

 

აღსანიშნავია, რომ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში კავკასიის უნივერსიტეტში აკადემიურ სემესტრს საფრანგეთის, გერმანიის, უნგრეთის, ლიეტუვის და სხვა წამყვანი პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტები გაატარებენ. მათ კავკასიის უნივერსიტეტის 16 ელჩი უმასპინძლებს, რომლებიც 1 წლის განმავლობაში ჩართულნი იქნებიან საერთაშორისო სტუდენტებისთვის ინკლუზიური ატმოსფეროს შექმნაში, ასევე CU-ის სტუდენტური ცხოვრების გაუმჯობესებაში.

 

საორიენტაციო შეხვედრის მსვლელობისას სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ უნივერსიტეტის მისიის, ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ. აგრეთვე უნივერსიტეტში არსებული სერვისებისა და სასწავლო პროცესში ჩართული დეპარტამენტების საქმიანობის შესახებ (სტუდენტური სამსახურისა და სტუდენტური და ორგანიზაციული ღონისძიებების სამსახურის).

 

უცხოელ სტუდენტებს ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ თავიანთ "მენტორებს", კავკასიის უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტებს, რომლებიც სასწავლო პროცესის პარალელურად იზრუნებენ უცხოელი სტუდენტების უნივერსიტეტსა და მის ფარგებს გარეთ ადაპტაციის პროცესის გამარტივებაზე.