კავკასიის უნივერსიტეტის გუნდმა ფესტივალ „არტ თაობაზე“ გაიმარჯვა

14 ივლისი 2023

ქალაქ ბათუმში გამართულ მუსიკალურ კონკურს-ფესტივალში - „არტ თაობა“, კავკასიის უნივერსიტეტის ფოლკლორულმა ანსამბლმა პირველი ადგილი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული გასტროლი სადებიუტო იყო ანსამბლისთვის.

 

საპრიზო ადგილზე გასულებს დამსახურებული თასი და დიპლომები გადაეცათ.