CU-ის საფეხბურთო გუნდი „სტუდფესტი 2024“- ის სტუდენტურ ფესტივალზე

12 ივნისი 2024

კავკასიის უნივერსიტეტის საფეხბურთო გუნდმა „სტუდფესტი 2024“- ის ფარგლებში, გამართულ მინი ფეხბურთის ტურნირზე მიიღო მონაწილეობა, სადაც წარმატებით იასპარეზა და მესამე ადგილი დაიკავა.

 

ჩემპიონატი ორგანიზებულია სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის მიერ.

 

„სტუდფესტი 2024“ ტარდება საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით.