CU დაფინანსება

სწავლა უფასოდ

 

  •  ტოპ 500

აბიტურიენტი, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტის ნებისმიერ საგანმანათლებლო პროგრამას პირველ პრიორიტეტად აირჩევს და ეროვნული გამოცდების საკონკურსო ქულებით 500 საუკეთესოს შორის მოხვდება, 4 წლის განმავლობაში ისწავლის უფასოდ!

 

სწავლა თანადაფინანსებით

 

  • CU გრანტი

აბიტურიენტი, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამებს პირველ პრიორიტეტად აირჩევს და მოიპოვებს 100%-იან ან 70%-იან სახელმწიფო გრანტს, მიიღებს შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსებას 4 წლის განმავლობაში.

 

დაფინანსების სხვა საშუალებები

 

  • კურსის რეიტინგული სამეული

100%, 50% და 30%-იანი დაფინანსება ყველა ფაკულტეტის/სკოლის თითოეული კურსის TOP სამეულს.

 

  • სასწავლო ვაუჩერები

წლის განმავლობაში აბიტურიენტებისთვის გაიმართება კონკურსები - გამარჯვებულებს გადაეცემათ სასწავლო ვაუჩერები, რომლითაც ისინი სწავლის დაფინანსებას შეძლებენ.