სტარტაპ აქსელერატორი

კავკასიის უნივერსიტეტში 2016 წლის სასწავლო წლიდან ფუნქციონირებს სტარტაპ აქსელერატორი C10.

 

აქსელერატორი არის სივრცე სადაც ხდება შერჩეული სტარტაპ გუნდების “სწორად” ამუშავება. გუნდები შემჭიდროვებულ ვადებში ავითარებენ საკუთარ სტარატპს იდეიდან პროტოტიპამდე. აქსელერატორში გუნდები მუშაობენ ისეთ თემებზე როგორიცაა:

 

  • სტარტაპ იდეის ვალიდაცია და დახვეწა
  • ფინანსური მოდელის შედგენა
  • ბაზრის კვლევა და მიზნობრივი აუდიტორიის განსაზღვრა
  • პროტოტიპის დამზადება და ვალიდაცია
  • მარკეტინგის დაგეგმვა

 

მსოფლიოში არის უამრავი აქსელერატორი, რომლებიც გუნდებს აძლევენ საწყის კაპიტალს, სთავაზობენ თავის გამოცდილებას და კავშირებს, რათა მათ შეძლონ წარმატებული ბიზნესის აწყობა. თუმცა აქსელერატორში გუნდის მოხვედრა საკმაოდ რთულია და გარკვეულ მოსამზადებელ სამუშაოებს საჭიროებს. პრე-აქსელერატორის მთავარი ამოცანაა, მოამზადოს გუნდები მსოფლიოს სხვადასხვა აქსელერატორში მოსახვედრად, ასევე ონლაინ პლათფორმებზე - Kickstarter-ზე და Indiegogo-ზე წარმატების მისაღწევად.

 

სწორედ ამისთვის შეიქმნა კავკასიის უნივერსიტეტში აქსელერატორი C10.

 

ეს არის ჩამონათვალი იმ აქტივობებისა, რასაც C10 უზრუნველყოფს სტარტაპებისთვის:

 

  • სტარტაპების პოპულარიზება - სხვადასხვა ტიპის აქტივობების დაგეგმვა, სტარტაპ კულტურის პოპულარიზებისთვის და უფრო მეტი ადამიანის ჩასართავად. მსგავს აქტივობებში შედის შეხვედრების ორგანიზება წარმატებულ და საინტერესო მეწარმეებთან და ადამიანებთან, სხვადასხვა ტიპის აქტივობები მასტერკლასები, ვორქშოფები და სხვა.
  • სტარტაპ გუნდების ფორმირება - ხშირად ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს აქვს იდეა და არ ჰყავთ საჭირო ადამიანები ირგვლივ, რომ დააფუძნონ სრულყოფილი გუნდი, რათა ეფექტურად დაიწყონ სტარტაპ იდეაზე მუშაობა. გუნდის ფორმირებაში მხარდაჭერა ერთ-ერთი ამოცანაა.
  • სტარტაპის აქსელერაცია - იდეის ვალიდაცია, პროტოტიპის დახვეწა, ვადებში დროულად დასრულება და სხვა. ყველაფერი რათა სტარტაპმა რაც შეიძლება შემჭირდროვებულ ვადებში მოახდინოს მუშა პროტოტიპის თუ სერვისის შემუშავება და პირველ მომხმარებლებამდე მისი მიტანა.
  • სტარტაპ იდეის ჩაწოდება, ანუ Pitching - იმისთვის, რომ მოხვდე გლობალურ აქსელერატორში ან მოიპოვო პირველი დაფინანსება, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სტარტაპის მოკლე პრეზენტირებას ე.წ. “პიჩინგს”. ჩვენი მენტორების ქსელი და ჩვენი სპეციალისტები უზრუნველყოფენ აღნიშნულ პროცესებს.
  • დამატებითი აქტივობები - სხვადასხვა აქტივობები, გასვლითი ტურები, გასართობი ღონისძიებები, ექსკურსიები და ა.შ. რათა არაფორმალურ გარემოში საჭირო ადამიანებმა გაიცნონ ერთმანეთი, მიიღონ დამატებითი ინსპირაცია, გაცვალონ იდეები და ხედვები.