საერთაშორისო ახალგაზრდული სამიტი - “Open World”

30 სექტემბერი 2022

 

სერბული ფონდი  “Together for Youth – Prof. Dr. Danica Grujičiċ” გიწვევთ ახალგაზრდულ სამიტში “Open World“ მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება მიმდინარე წლის 27-31 ოქტომბერს, სერბეთში.

 

სამიტის სამუშაო ენა გახლავთ სერბული და ინგლისური. სამიტზე ფიზიკურ რეჟიმში დასასწრებად რეგისტრაციის საფასური გახლავთ 250 ევრო, რომელიც მოიცავს 4 ღამით განთავსებას სერბეთში, კვებას, პანელურ აქტივობებში ჩართულობასა და სერთიფიკატს.

 

ონლაინ მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციის საფასური არის 25 ევრო.

სამიტზე მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ონლაინ დარეგისტრირება მოცემული ბმულის საშუალებით.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2022 წლის 25 ოქტომბერი.

დამატებითი ინფორმაციისა და ღონისძიების განრიგის გასაცნობად, გთხოვთ იხილოთ ფაილი, ან ეწვიოთ სამიტის ვებ-გვერდს.

გისურვებთ წარმატებას!