პროგრამის მიმოხილვა

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის ფარგლებში (მე-6 კვალიფიკაციის დონე).

 

პროგრამის მიზანია, მოამზადოს პროფესიონალი კადრი - მაღალეფექტიანი, ურთიერთთანამშრომლობაზე და მაღალ აკადემიურ სტანდარტებზე ორიენტირებული სასკოლო საზოგადოების ფორმირებისათვის, მოაზროვნე და მაღალი მოქალაქეობრივი ღირებულებების მატარებელი მომავალი თაობების ჩამოყალიბებისთვის.