მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის მოცულობაა 60 ECTS კრედიტი, რომელიც განაწილებულია 2 სემესტრზე. თითოეული სემესტრი მოიცავს 30 ECTS კრედიტს.
პროგრამის სრული ხანგრძლივობა შეადგენს 1 აკადემიურ წელს.
პროგრამის ფარგლებში სტუდენტები გაივლიან სასწავლო კურსებს სამი განსხვავებული მოდულიდან:
- პედაგოგიურ-ფსიქოლოგიური მოდული - 30 კრედიტი;
- საგნობრივი მეთოდიკიის მოდული - 20 კრედიტი;
- სასკოლო პრაქტიკის მოდული - 10 კრედიტი.
პირველივე სემესტრიდან სტუდენტები ჩაერთვებიან სასკოლო პრაქტიკაში და ერთმანეთს დაუკავშირებენ სასწავლო კურსის ფარგლებში მიღებულ თეორიულ ცოდნასა და რეალურ სასკოლო გამოცდილებას.
იხილეთ პროგრამა.
