პროგრამის სტრუქტრა

დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი პროგრამა სტუდენტზე ორიენტირებულია; გაწერილია ECTS კრედიტ სისტემის მიხედვით და ითვალისწინებს სტუდენტის ისეთ აკადემიურ დატვირთვას, რომელიც აუცილებელია პროგრამის სწავლის შედეგების მისაღწევად.  

 

პროგრამა მოიცავს 360 კრედიტს. 60 კრედიტი ერთ წელიწადში; 30 კრედიტი ერთ სემესტრში. შესაბამისად პროგრამის ხანგრძლივობა არის 6 წელი/12 სემესტრი. თითოეული აკადემიური წელი შედგება ორი სემესტრისგან - შემოდგომისა და გაზაფხულის; თითოეული სემესტრი მოიცავს 19 კალენდალურ კვირას; ერთი აკადემიური წლის ხანგრძლივობა 38 კვირაა.

 

მედიცინის სტუდენტს 6 წლის მანძილზე მხოლოდ ერთხელ შეუძლია წელიწადში 15 კრედიტით მეტის აღება, ანუ 75 კრედიტის გავლა.

 

ერთი ECTS უდრის 25 კრედიტ საათს საკონტაქტო (სალექციო, სასემინარო და პრაქტიკულ მეცადინეობებს) და დამოუკიდებლად მუშაობის საათების გათვალისწინებით.  

 

პროგრამაში შედის:

 

  • სავალდებულო საგნები - 346 ECTS
  • ინტეგრირებული მოდულები - 60 ECTS
  • საბაზისო/კლინიკის წინა საგნები 82 ECTS
  • კლინიკური საგნები - 173 ECTS
  • კლინიკური ინტერნატურა - 14 ECTS
  • სამეცნიერო უნარ-ჩვევები 17 ECTS
  • არჩევითი საგნები - 10 ECTS

 

დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ პროგრამა.