2023 წლის 29 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ, კურსდამთავრებულთა დიპლომების გადაცემის საზეიმო ცერემონიალის ფარგლებში, საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა მსოფლიოში გამოჩენილ მეცნიერებსა და საზოგადო მოღვაწეებს გამორჩეული საქმიანობისთვისა და განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის საქართველოს განვითარებაში.
სიახლეები
აგვ
კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის ცერემონია კავკასიის უნივერსიტეტში
კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის ტრადიციული ცერემონიალი გაიმართა. კურსდამთავრებულებს დიპლომები საზეიმო ვითარებაში გადაეცათ.
აგვ
პანელური დისკუსია - „ საკვანძო კომპეტენციები - სამშვიდობო განათლება და აღზრდა დაწყებით საფეხურზე’’
31 ივლისს, პროექტის ფარგლებში პანელური დისკუსიების ციკლი თემაზე „ქვეყნის განვითარება (ეკონომიკა, დემოკრატია, მშვიდობა) და შრომის ბაზარი - პედაგოგიკის გამოწვევები 2023“ გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ოფისში გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე ,,საკვანძო კომპეტენციები - სამშვიდობო განათლება და აღზრდა დაწყებით საფეხურზე.’’ პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
ივლ
CSH-ის სტუდენტები ჟან მონეს კათედრის საზაფხულო სკოლაში
25-28 ივლისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟან მონეს კათედრის საზაფხულო სკოლის „კონსტიტუციური დემოკრატია ევროკავშირში: თანამედროვე გამოწვევები და საქართველო“ მუშაობაში, მონაწილეობა მიიღეს კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა - ელენე გუდაძემ და ჯაბა ჯამასპიშვილმა.
ივლ
პანელური დისკუსია - „ საკვანძო კომპეტენციები - საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლების გამოწვევები დაწყებით საფეხურზე’’
28 ივლისს, პროექტის ფარგლებში პანელური დისკუსიების ციკლი თემაზე „ქვეყნის განვითარება (ეკონომიკა, დემოკრატია, მშვიდობა) და შრომის ბაზარი - პედაგოგიკის გამოწვევები 2023“ მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე ,,საკვანძო კომპეტენციები - საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლების გამოწვევები დაწყებით საფეხურზე.’’ პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
ივლ
უცხო ენების ცენტრის დირექტორის ვიზიტი კოჩის უნივერსიტეტში
24-28 ივლისს, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროგრამის (Erasmus+ Mobility program) ფარგლებში, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტისა და კოჩის უნივერსიტეტს (Koc University, Turkey) შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე მოქმედებს, კავკასიის უცხო ენების ცენტრის დირექტორი, ხათუნა ბასილაშვილი და ინგლისური ენის ლექტორი ნინო თათოშვილი ესტუმრნენ კოჩის უნივერსიტეტის უცხო ენების ცენტრს.
ივლ
ტუშას უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში
27 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა, ტუშას უნივერსიტეტის, იტალია (University of Tuscia, Italy) წარმომადგენლებს უმასპინძლა.
ივლ
პარტნიორი უნივერსიტეტების დელეგაციების ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში
27 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტმა პარტნიორი უნივერსიტეტების: იოჰანესბურგის უნივერსიტეტის, სამხრეთ აფრიკა (University of Johannesburg, South Africa) და ალმათის მენეჯმენტის უნივერსიტეტის, ყაზახეთი (Almaty Management University, Kazakhstan) დელეგაციებს უმასპინძლა.
ივლ
წიგნი - "ამერიკის შეერთებული შტატების დახმარება საქართველოს ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში"
გამოიცა წიგნი "ამერიკის შეერთებული შტატების დახმარება საქართველოს ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში".
ივლ
კახა შენგელია IUBAT-ის საერთაშორისო უნივერსიტეტის დიპლომების გადაცემის ცერემონიალზე
26 ივლისს, ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში, IUBAT-ის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების დიპლომების გადაცემის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, სადაც კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, კახა შენგელია სპეციალური მიწვევით იმყოფებოდა.
ივლ
საორიენტაციო შეხვედრა გაცვლით პროგრამებში მონაწილე სტუდენტებისთვის
26 ივლისს, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა საორიენტაციო შეხვედრა გამართა საუნივერსიტეტო გაცვლით პროგრამებში მონაწილე სტუდენტებისათვის.
ივლ
მასპინძლობის მენეჯმენტის ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამას უპირობო აკრედიტაცია მიენიჭა
25 ივლისს, მასპინძლობის მენეჯმენტის ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამას, რომელიც მასპინძლობის მენეჯმენტის მიმართულებით რეიტინგში ლიდერ UCF Rosen College of Hospitality Management-თან თანამშრომლობით ხორციელდება, 7 წლიანი უპირობო (ყველა სტანდარტის სრული შესაბამისობით) აკრედიტაცია მიენიჭა.
ივლ
SDG აქსელერაციის პროგრამის დასკვნითი ღონისძიება
CU-ის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის და გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი Global Compact Network Georgia-ის თანამშრომლობის ფარგლებში „მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) ინოვაციის აქსელერაციის პროგრამა ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა,სადაც მონაწილე გუნდებმა მდგრადობის მიმართულებით საკუთარი ინოვაციური პროექტების პრეზენტაციები გამართეს.
ივლ
CSB სამაგისტრო ნაშრომების დაცვა
20-21 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტში, კავკასიის ბიზნესის სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების სამაგისტრო ნაშრომების დაცვა გაიმართა.
ივლ
ალკალას უნივერსიტეტის მკვლევრების ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში
17-21 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა, ერაზმუს+ ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ფარგლებში, ალკალას უნივერსიტეტის, ესპანეთი (University of Alcala, Spain) მკვლევარებს, როდონდო გარსია ფრანჩესკო ხავიაერს და მელინო კარეკა ალესანდროს უმასპინძლა.
ივლ
დასავლეთ მაკედონიის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში
19-21 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ საბერძნეთის დასავლეთ მაკედონიის უნივერსიტეტის (University of Western Macedonia) დელეგაციას უმასპინძლა.
ივლ
საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმი - 2023
22 ივლისს, „ამბასადორი კაჭრეთში“ ჩატარდა „საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმი - 2023“. ფორუმში მონაწილეობდა 200-მდე ახალგაზრდა საქართველოდან და ევროპის 7 ქვეყნიდან, მიზნად ისახავდა მათ დაახლოებასა და გამოცდილების გაზიარებას.
ივლ
კავკასიის უნივერსიტეტის არქიტექტურის პროგრამას მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული ასოციაციის - RIBA-ის - უპირობო აკრედიტაცია მიენიჭა
CU-ის არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის არქიტექტურის პროგრამას მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და პრესტიჟული პროფესიული ასოციაციის - ბრიტანეთის სამეფო არქიტექტორთა ინსტიტუტის (RIBA) - უპირობო 5 წლიანი აკრედიტაცია (ვალიდაცია) მიენიჭა.
ივლ
პანელური დისკუსია - „ საკვანძო კომპეტენციები - STEM-ის სწავლების გამოწვევები დაწყებით საფეხურზე’’
20 ივლისს, პროექტის ფარგლებში პანელური დისკუსიების ციკლი თემაზე „ქვეყნის განვითარება (ეკონომიკა, დემოკრატია, მშვიდობა) და შრომის ბაზარი - პედაგოგიკის გამოწვევები 2023“ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში / ტექნოპარკში გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე ,,საკვანძო კომპეტენციები - STEM-ის სწავლების გამოწვევები დაწყებით საფეხურზე.’’ (პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე).
ივლ
საპილოტე პროექტი - პროგრამირება ქართულენოვანი კოდირებით
კავკასიის უნივერსიტეტი, პროგრამირების ქართულენოვანი კოდირების შემქმნელ - პაპუნა გაგნიძესთან თანამშრომლობით, იწყებს ახალ საპილოტე პროექტს, რომლის მიზანიცაა სკოლის მოსწავლეებისთვის პროგრამირების საწყისი საბაზისო ცოდნის მიცემა და მოზარდებში კომპიუტერული მეცნიერების მიმართ ინტერესის გაზრდა.