სიახლეები

08
ოქტ
CSG-ის დეკანი მე-6 ტრანსილვანიურ საერთაშორისო კონფერენციაზე, რუმინეთში

3-5 ოქტომბერს, კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანმა, პროფესორმა ეკა აკობიამ მონაწილეობა მიიღო საჯარო მმართველობის (TICPA) მე-6 ტრანსილვანიურ საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც ორგანიზებული იყო ბაბეშ-ბოლიაის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვისა და მენეჯმენტის დეპარტამენტის მიერ (კლუჟ ნაპოკა, რუმინეთი).

08
ოქტ
Erasmus +-ის პროექტის Enricher-Hubs ფარგლებში ტრენინგების პირველი სერია დაიწყო

მიმდინარე წლის 1-4 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლის დეკანი - დიკო კოპალეიშვილი, პროფესორი გიორგი ბრეგაძე, ასისტენტ-პროფესორი ნატო რობიტაშვილი და ასისტენტ-პროფესორი ნინო თიგიშვილი იმყოფებოდნენ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმჭიფო უნივერსიტეტში და ერასმუს+ის პროექტის, Designing Green Tourism Concepts Through Learning-ის (Enricher Hub) ფარგლებში, ესწრებოდნენ ტრენინგების პირველ ციკლს.

08
ოქტ
საუნივერსიტეტო კონკურსის UNI4VERSE - ის საინფორმაციო შეხვედრა

CU-ში გაიმართა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ორგანიზებული საუნივერსიტეტო კონკურსის- UNI4VERSE - ის საინფორმაციო შეხვედრა.

07
ოქტ
ევროკავშირის ელჩის ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

7 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტმა ევროკავშირის ელჩს - ბატონ პაველ ჰერჩინსკის - უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებთან, ადმინისტრაციულ და აკადემიურ თანამშრომლებთან.

07
ოქტ
ზურაბ ტყეშელაშვილის ვორკშოპი ორთოპედიაზე

2 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლას ესტუმრნენ  ექიმი-რეზიდენტი, ორთოპედ-ტრავმატოლოგი, ზურაბ ტყეშელაშვილი და ზოგადი ქირურგიის უმცროსი ექიმი, ალექსანდრე ლაღიძე.

07
ოქტ
კავკასიის უნივერსიტეტის პროექტი შოთა რუსთაველის ფონდის გამარჯვებულია

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ კავკასიის უნივერსიტეტი, სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციასთან და კიბერ უსაფრთხოების ცენტრთან ერთად შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მეცნიერების პოპულარიზაციისთვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია.

04
ოქტ
კავკასიის უნივერსიტეტის IX წლიური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "მეცნიერება - მდგრადი განვითარებისთვის 2024"

3-4 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, IX წლიური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "მეცნიერება მდგრადი განვითარებისთვის 2024" გაიმართა, რომელიც განხორციელდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მხარდაჭერით და თემატურად უკავშირდებოდა მდგრადი განვითარების მიზნებს, ასევე თანამედროვე მსოფლიოს წინაშე მდგარ გამოწვევებს, რომელიც საკითხების მრავალფეროვნებიდან და აქტუალურობიდან გამომდინარე გლობალური დღის წესრიგია.

03
ოქტ
სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს შეხვედრა CU-ის სტუდენტებთან

სსიპ-სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს რეკრუტირებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი პოლკოვნიკი ბეჟან კიკნაველიძე კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.

02
ოქტ
კავკასიის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი რენის ბიზნესის სკოლაში

კავკასიის უნივერსიტეტის დელეგაცია, სტრატეგიულ პარტნიორს,  რენის ბიზნესის სკოლას (საფრანგეთი) ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში კიდევ ერთხელ ეწვია.

02
ოქტ
საფეხბურთო ჩემპიონატი ფეფეს თასი 2024-ის ფინალი

2 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტის სპორტულ მოედანზე, საფეხბურთო ჩემპიონატი ფეფეს თასი 2024-ის ფინალი გაიმართა.

 

30
სექ
კავკასიის უნივერსიტეტის ჟან მონეს წამყვანი ცენტრის ტრენინგი ქუთაისში

26-28 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის ჟან მონეს წამყვანმა ცენტრმა ევროკავშირის კანონმდებლობის ტრანსპოზიციისთვის (EUPOLTRANS) ქუთაისში ჩაატარა მორიგი ინტენსიური, მაღალი დონის ტრენინგ კურსი, “ევროკავშირის კანონმდებლობის ტრანსპოზიცია საქართველოში“.

30
სექ
შეხვედრა ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია თბილისის (ELSA Tbilisi) - ის წარმომადგენლებთან

28 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, სამართლის სკოლის სტუდენტებისთვის გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია თბილისის (ELSA Tbilisi) - ის წარმომადგენლებთან.

30
სექ
შეხვედრა CU-ის სტუდენტურ კლუბებთან

სტუდენტური და ორგანიზაციული ღონისძიებების სამსახურის შეხვდა კავკასიის უნივერსიტეტის არსებული და ახლად შექმნილი  სტუდენტური კლუბების წარმომადგენლებს.

27
სექ
ქართული განათლების პირველი ექსპორტი უცხოეთში - დუბაიში კავკასიის ტრენინგის ცენტრი გაიხსნა

26 სექტემბერს, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, კერძოდ დუბაიში, კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგის ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა. ეს არის პირველი პრეცედენტი, როცა ქართული განათლება გავიდა ექსპორტზე, და კავკასიის უნივერსიტეტი გახდა პირველი და ერთადერთი ქართული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელმაც საერთაშორისო ბაზარზე ოპერირება დაიწყო. უნივერსიტეტის გლობალური გაფართოება უნივერსიტეტის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული მიზანია ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით.

27
სექ
ენების ევროპული დღე

26 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, ტრადიციულად აღინიშნა ენების ევროპული დღე.

27
სექ
დუბაიში საქართველოს ბიზნეს საბჭოს ვიცე-თავმჯდომარე CU-ის ვიცე-პრეზიდენტია

დუბაის სავაჭრო პალატამ, დუბაის პალატების ქოლგის ქვეშ მოქმედი სამი პალატიდან ერთ-ერთმა, ოფიციალურად დააანონსა საქართველოს ბიზნეს საბჭოს (Georgian Business Council) შექმნა, რომლის დამფუძნებლებიც არიან ის ქართველები, რომლებსაც აქვთ გარკვეული ბიზნეს საქმიანობა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში.

26
სექ
ესპანეთის დელეგაცია კავკასიის უნივერსიტეტში

26 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტს ესპანეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული, მარკოს გრანადოს გომესი და სერვანტესის ინსტიტუტის დირექტორი, ფერნანდო ვერა დე რეი ესტუმრნენ.

26
სექ
მინი-ლექციები - შემოდგომის სემესტრი - 2024-2025

2022 წელს, ერასმუს+ ჟან მონეს აქტივობების კონკურსში, გაიმარჯვა კავკასიის უნივერსიტეტის, კერძოდ, კავკასიის სამართლის სკოლის მოდულმა „სამართლის პროგრამების ევროპეიზაცია საქართველოში“ (Jean Monnet Module: 101084764 — EU-LP-GE).

25
სექ
საჯარო ლექცია - "Lighting Design consultancy: the key to successful project"

23 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, პროფესორმა ლორენცო ბრუსკალიონიმ IED Milan-დან ჩაატარა საჯარო ლექცია  არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის თემაზე -"Lighting Design consultancy: the key to successful project".

25
სექ
CSA-ის სტუდენტების გასვლითი ლექცია ყვარელში - ასკანელის ღვინის ქარხანაში

22 სექტემბერს, არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის მე-3 კურსელებისთვის საგნის ფარგლებში, ჩატარდა გასვლითი ლექცია კახეთში კერძოდ ყვარელში ასკანელის ღვინის ქარხანაში.