სიახლეები

01
ნოე
კავკასიის უნივერსიტეტი, მათემატიკის კათედრა, აცხადებს კონკურსს, მოწვეული ლექტორის თანამდებობის დასაკავებლად

კავკასიის უნივერსიტეტი, მათემატიკის კათედრა, აცხადებს კონკურსს, მოწვეული ლექტორის თანამდებობის დასაკავებლად ინგლისურენოვან სექტორზე.

01
ნოე
ახალი ჟან მონეს მოდულის პრეზენტაცია - "ქალთა შესაძლებლობების გაზრდა კიბერუსაფრთხოებაში ევროკავშირის გამოცდილების საფუძველზე - WISEC ACADEMY"

31 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, გაიმართა ახალი Jean Monnet მოდულის პრეზენტაცია (2023-2026) - "ქალთა შესაძლებლობების გაზრდა კიბერუსაფრთხოებაში ევროკავშირის გამოცდილების საფუძველზე - WISEC ACADEMY".

31
ოქტ
პროექტ „წიგნის თარგმნის პროგრამა 2023“ საწყისი შეხვედრა გაიმართა

30 ოქტომბერს, წიგნის თარგმნის პროგრამა 2023-ის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის საწყისი (kick-off) შეხვედრა გაიმართა, რომელიც ითვალისწინებს ჯონ მაკკომარკის წიგნის „ევროკავშირის პოლიტიკა“ თარგმნასა და გამოცემას ქართულ ენაზე.  

30
ოქტ
აკადემიური კონკურსის შედეგები CES

აკადემიური კონკურსის შედეგები CES.

30
ოქტ
ბექა ჭანტურიას წიგნის „მეცოდინება - ეს ამად ღირდა!“ პრეზენტაცია

CU კამპუსში, კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის კურსდამთავრებულის, ბექა ჭანტურიას წიგნის  „მეცოდინება - ეს ამად ღირდა!“ პრეზენტაცია გაიმართა.

30
ოქტ
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,CSMDI”-ის წევრები კავკასიის უნივერსიტეტში

28 ოქტომბერს, CU კამპუსს, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის განვითარების ინსტიტუტი CSMDI”-ის წევრები ესტუმრნენ.

30
ოქტ
Grenoble-ისა და CSB-ის ერთობლივ MBA პროგრამაზე მიღება დაიწყო

28 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, კავკასიის ბიზნესის სკოლის და გრენობლის მენეჯმენტის სკოლის ერთობლივი ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამის მე-16 მიღებისთვის სწავლა დაიწყო.

28
ოქტ
პროფესორ ედუარდ პერის ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

22-27 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტმა ფერლი დიკინსონის უნივერსიტეტის პროფესორ ედუარდ პერის უმასპინძლა.

27
ოქტ
ჟურნალის „ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია“ პრეზენტაცია

26 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია ,,ლიბრარეაში" გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო რეცენზირებადი ჟურნალის „ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია“ მე-7 (1) ნომრის პრეზენტაცია.

27
ოქტ
კარინა სოტნიკის საჯარო ლექცია

CU- ში, ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა კარინა სოტნიკის საჯარო ლექცია თემაზე - „ იდეიდან კომპანიის შექმნამდე: ხუთი ინგრედიენტი წარმატებული სტარტაპისთვის; როგორ მოვიზიდოთ ინვესტიციები”.

27
ოქტ
CSH-ის ასოცირებული პროფესორი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე

20-22 ოქტომბერს, თბილისში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია  ნეირომეცნიერებაში - The NEURO-2023. კონფერენციის სლოგანი იყო - “New Gateway to Neuroscience World”.  

26
ოქტ
კონკურსი - „მედია თანასწორობისთვის“

„ქალები საერთო მომავლისთვის (WECF)- საქართველო“ ევროკავშირისა და საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით აცხადებს კონკურსს „მედია თანასწორობისთვის“.

25
ოქტ
GSERM - ზამთრის სკოლა 2024

ლუბლიანას უნივერსიტეტის, სლოვენია (University of Ljubljana, Slovenia) ეკონომიკისა და ბიზნესის სკოლა აცხადებს მიღებას „ზამთრის სკოლა 2024“-ში მონაწილეობის მისაღებად.

25
ოქტ
აკადემიური წერის ცენტრის ხელმძღვანელის მოხსენება მესამე საერთაშორისო კონფერენციაზე

24 ოქტომბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით წინანდალში გაიმართა მესამე საერთაშორისო კონფერენცია – „აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპები ხელოვნური ინტელექტის პირობებში: პრაქტიკა და გამოწვევები“.

25
ოქტ
შვეიცარიის მთავრობის სტიპენდიები 2024-2025

შვეიცარიის მთავრობა აცხადებს სტიპენდიებს 2024-2025 აკადემიური წლისთვის, სადოქტორო, პოსტ-სადოქტორო და კვლევითი მიმართულებით.

 

25
ოქტ
2024 წლის ამერიკის ინსტიტუტების შესწავლის პროგრამა (SUSI) - მკვლევარებისთვის

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, აცხადებს მიღებას ამერიკის ინსტიტუტების შესწავლის პროგრამაზე მკვლევრებისთვის.  

24
ოქტ
სტარტაპი Be a Chef

გაიცანით ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა “CUnicorn” - ის მონაწილე სტარტაპი Be a Chef.

23
ოქტ
2024 წლის ამერიკის ინსტიტუტების შესწავლის პროგრამა (SUSI)

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, აცხადებს მიღებას ამერიკის ინსტიტუტების შესწავლის პროგრამაზე სტუდენტებისთვის.

23
ოქტ
კავკასიოლოგთა II საერთაშორისო ლინგვისტურ-ანთროპოლოგიური კონგრესი

17-19 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კავკასიოლოგთა  II საერთაშორისო ლინგვისტურ-ანთროპოლოგიური კონგრესი ჩატარდა, რომელიც რამდენიმე სექციისგან შედგებოდა: ენათმეცნიერება; კროსდისციპლინური ლინგვისტური კვლევები; დამწერლობათმცოდნეობა და ფილოლოგია.

20
ოქტ
ზამთრის სასწავლო ვიზიტი 2023 - აჯმანის უნივერსიტეტი

აჯმანის უნივერსიტეტი, არაბთა გაერთიანებული საამიროები (Ajman University, UAE) აცხადებს მიღებას პროგრამაში „ზამთრის სასწავლო ვიზიტი 2023“ (Winter Study Tour 2023) მონაწილეობის მისაღებად.