სიახლეები

10
სექ
თენგიზ ვერულავას სამეცნიერო ნაშრომი გავლენიან გამოცემაში გამოქვეყნდა

გავლენიან საერთაშორისო რეფერირებად გამოცემაში „Quality - Access to Success“ გამოქვეყნდა პროფესორ თენგიზ ვერულავას სამეცნიერო ნაშრომი Work Inclusion of Persons with Disabilities: Employers’ Perspectives.

09
სექ
ირლანდიის ელჩის, მარტინა ფინის ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

7 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტს საქართველოში ირლანდიის ახლადდანიშნული ელჩი, მარტინა ფინი ესტუმრა. შეხვედრა გაიმართა სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანთან, ეკა აკობიასთან. 

07
სექ
უცხოელი სტუდენტების მიღება კავკასიის უნივერსიტეტში

7 სექტემბერს, საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტმა, საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში (Erasmus+/ Bilateral Exchange) მონაწილე სტუდენტებს CU კამპუსში უმასპინძლა.

06
სექ
ევროპის ინოვაციური აკადემიის აღმასრულებელი დირექტორის ვიზიტი CU კამპუსში

5-6 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტს ევროპის ინოვაციური აკადემიის აღმასრულებელი დირექტორი, ანი სინიჟარი ეწვია. სტუმარს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ უმასპინძლა.

06
სექ
იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს ელჩის ვიზიტი CU კამპუსში

CU კამპუსს იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, სამი ასემ ღოშე ეწვია(Sami Asem Ghosheh), რომელსაც კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ უმასპინძლა.

 

04
სექ
პროფესორ ლეილა კარიმის სამეცნიერო ნაშრომი გავლენიან გამოცემაში გამოქვეყნდა

გავლენიან საერთაშორისო რეფერირებად გამოცემაში General Hospital Psychiatry გამოქვეყნდა სამეცნიერო ნაშრომი ნაშრომი: „Coping strategies adopted by Australian frontline health workers to address psychological distress during the COVID-19 pandemic“ („ჯანდაცვის მუშაკების ფსიქოლოგიური პრობლემების აღმოფხვრის სტრატეგიები COVID-19 პანდემიის დროს”).

 

04
სექ
პროფესორ ლეილა კარიმის სამეცნიერო ნაშრომი გავლენიან გამოცემაში გამოქვეყნდა

გავლენიან საერთაშორისო რეფერირებად გამოცემაში General Hospital Psychiatry გამოქვეყნდა სამეცნიერო ნაშრომი ნაშრომი: „Coping strategies adopted by Australian frontline health workers to address psychological distress during the COVID-19 pandemic“ („ჯანდაცვის მუშაკების ფსიქოლოგიური პრობლემების აღმოფხვრის სტრატეგიები COVID-19 პანდემიის დროს”).

 

02
სექ
THE Crossroads-ის ვიცე-პრეზიდენტი ჰაიტამ ჰასუნი სტუმრად CU კამპუსში

2 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა უმასპინძლა THE Crossroads-სა და მისი სტრატეგიულ პარტნიორის - Cedars Sinai-ს ვიცე-პრეზიდენტს - ჰაიტამ ჰასუნს

02
სექ
ფსიქოლოგიის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორის, ლეილა კარიმის სამეცნიერო ნაშრომი

გავლენიან საერთაშორისო რეფერირებად გამოცემაში International Journal of Environmental Research and Public Health  გამოქვეყნდა სამეცნიერო ნაშრომი: "Moral distress and perceived community views are associated with mental health symptoms in frontline health workers during the COVID-19 pandemic".  (”ფსიქიკური ჯანმრთელობის სიმპტომებთან დაკავშირებული მორალური დისტრესი და საზოგადოების შეხედულებები წინა ხაზის ჯანდაცვის მუშაკებში COVID-19 პანდემიის დროს“).

02
სექ
კონფერენცია DigITS 2021 | კვლევითი ნაშრომების მიღება ვოქსენის უნივერსიტეტში

გაცნობებთ, რომ ვოქსენის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლა მართავს კონფერენციას თემაზე დიჯიტალიზაცია, ინოვაცია, ტრანსფორმაცია და მდგრადობა (DigITS)” 2021 წლის 27-28 ნოემბერს. კვლევითი ნაშრომების პრეზენტაციების გარდა, კონფერენცია მოიცავს წამყვანი აკადემიკოსებისა და სპეციალისტების საინტერესო გამოსვლებს

02
სექ
ტუშას უნივერსიტეტის კვლევითი სასტიპენდიო პროგრამა პოსტდოქტორანტებისთვის


გაცნობებთ, რომ ტუშას უნივერსიტეტი (UNITUS) აცხადებს  SeedTalent-ის კვლევით სასტიპენდიო პროგრამას პოსტდოქტორანტებისთვის (სულ, 8 სტიპენდიანტი), რომლის მიზანია ტალანტების მოზიდვა, ხელშეწყობა და სტიპენდიის ფარგლებში კვლევების დაფინანსება ტუშას უნივერსიტეტში.

01
სექ
აკადემიური კონკურსის შედეგები CES

კავკასიის უნივერსიტეტში, კავკასიის განათლების სკოლაში (CES) აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად 2021 წლის 1 სექტემბერს  ჩატარებული ღია კონკურსის შედეგების მიხედვით, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით და უნივერსიტეტის პრეზიდენტის ბრძანებით განათლების ფსიქოლოგიის მიმართულებით აკადემიურ თანამდებობებზე აირჩიეს შემდეგი პირი

31
აგვ
დოქტორი მაიკლ მოიერის ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

30 აგვისტოს, კავკასიის უნივერსიტეტს ეწვია დოქტორი მაიკლ მოიერი(Dr. Michael Moyer), მიჩიგანის ტბის კოლეჯის ღვინისა და მევენახეობის დირექტორი(Director of Wine and Viticulture at Lake Michigan College).

 

30
აგვ
აკადემიური კონკურსის შედეგები CSB
კავკასიის უნივერსიტეტში, კავკასიის ბიზნესის სკოლაში (CSB) აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად 2021 წლის 30 აგვისტოს ჩატარებული ღია კონკურსის შედეგების მიხედვით, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით და უნივერსიტეტის პრეზიდენტის ბრძანებით აკადემიურ თანამდებობებზე აირჩიეს შემდეგი პირები:
30
აგვ
თანამშრომლობის მემორანდუმი კავკასიის უნივერსიტეტსა და კიბერუსაფრთხოების უმსხვილეს კომპანიას - BIT SENTINEL შორის

კავკასიის უნივერსიტეტსა და ევროპის ყველაზე მასშტაბური კიბერუსაფრთხოების ღონისძიების „DefCamp” ორგანიზატორს - BIT SENTINEL-ს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რის საფუძველზეც კავკასიის უნივერსიტეტმა და მისმა პარტნიორმა სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციამ მიიღო ექსკლუზიური ერთწლიანი წარმომადგენლობა კავკასიის რეგიონში.  

26
აგვ
CSB-ის ასოცირებული პროფესორის, ალექსანდრე მიქელაძის სტატია ინდექსირებულ სამეცნიერო ჟურნალში

ჟურნალში „European Journal of Economics and Business Studies“ გამოქვეყნდა ბიზნესის სკოლის აფილირებული ასოცირებული პროფესორის, ალექსანდრე მიქელაძის სტატია "ფინანსური მენეჯმენტის როლი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის / Financial Management Role for NGOs“.

26
აგვ
ვალადოლიდის უნივერსიტეტი (Universidad de Valladolid, Spain), აცხადებს 2022 წლის გაზაფხულის სემესტრში, Erasmus+ ის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის განაცხადების მიღებას.

ვალადოლიდის უნივერსიტეტი (Universidad de Valladolid, Spain), აცხადებს 2022 წლის  გაზაფხულის სემესტრში, Erasmus+ ის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის განაცხადების მიღებას.

01
აგვ
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ქეჯის ბიზნესის სკოლასთან

1-ელ აგვისტოს, კავკასიის უნივერსიტეტმა ქეჯის ბიზნესის სკოლასთან (KEDGE Business School) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

01
აგვ
ორმაგი ხარისხის პროგრამა ნიუ-ჯერსის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით

1-ელ აგვისტოს, კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში, ხელი მოეწერა თანამშრომლობის ხელშეკრულებას ნიუ ჯერსის უნივერსიტეტთან (New Jersey City University, USA), რომლის ფარგლებშიც, კიბერუსაფრთხოების ერთობლივი საბაკალავრო პროგრამის განხორციელება დაიწყება.

01
აგვ
ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის (EPLO) ოფისის ოფიციალური გახსნა

1- ელ აგვისტოს, EPLO-ს დირექტორის, პროფესორ სპირიდონ ფლოგაიტისის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, EPLO-ს რეგიონული წარმომადგენლობის ინაუგურაცია გაიმართა და თბილისში, EPLO-ს ოფისი ოფიციალურად გაიხსნა